1. გასახსნელი ტიპის არასტრანდარტული მოწყობილობები, როგორიცაა შემინული სახურავები, ისე უნდა იყოს დაპროექტებული, რომ შესაძლებელი იყოს მათი დახურვა სამანქანე განყოფილებების გარედან ავარიული სიტუაციების დადგომის შემთხვევაში. სამანქანე განყოფილებებში არსებულ სავენტილაციო არხებზე წარმოდგენილი უნდა იყოს ხანძრის ჩამხშობები, რომელთა უსაფრთხოდ დახურვაც შესაძლებელი იქნებაა სამანქანე განყოფილებების გარედან. აგრეთვე წარმოდგენილი უნდა იყოს ნებისმიერი ფორსირებული ვენტილაციის დისტანციურად გათიშვის საშუალებები.
2. სამანქანე განყოფილებების საზღვარზე დაუშვებელია ილუმინატორების ან ფანჯრების დაყენება. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სამანქანე განყოფილებაში გამავალ შიდა კარზე დასაშვებია მაქსიმუმ 150 მმ დიამეტრის საჭვრეტი ფანჯრის დაყენება. აღნიშნული საჭვრეტი ფანჯარა არ უნდა იღებოდეს, უნდა ჰქონდეს ფოლადის ჩარჩო და ყოველთვის წარმოდგენილი უნდა იყოს მუდმივად დამაგრებული საფარით ჩამკეტ მოწყობილობასთან ერთად. მინის მასალა უნდა იყოს ხანძარმედეგი და გამკვრივებულ