1. ბორტზე უნდა დამონტაჟდეს საზღვაო პირობებში გამოყენებისთვის ხელსაყრელი აკუმულატორები, რომელთა გაჟონვის საფრთხეც მინიმალურია. სახიფათო აირების გამომყოფი აკუმულატორების საცავი სივრცეები აღჭურვილი უნდა იყოს სათანადო ვენტილაციით, ფეთქებადი აირების დაგროვების თავიდან ასაცილებლად. ფოლადის ან ეკვივალენტური მასალისგან დამზადებული იახტის შემთხვევაში, აკუმულატორების საკეტები დაფურული უნდა იყოს ინერტული მასალით. იალქნიან იახტებში დამონტაჟებული აკუმულატორები უნდა იყოს ჰერმეტული ტიპის.

2. უნდა დადასტურდეს, რომ მოწყობილობის შიგნით არსებული ყველა ელექტროკაბელი და სადენი წარმოადგენს ალის მშთანთქავ საზღვაო კაბელებს. კაბელები ისე უნდა დამონტაჟდეს, რომ არავითარ შემთხვევაში საფრთხე არ შეექმნას მათ მექანიკურ და ქიმიურ მახასიათებლებს.

3. კაბელები და სადენები, რომლებიც უზრუნველყოფს ძირითად ან ავარიულ კვებას, განათება, შიდა კომუნიკაციები ან სიგნალები, გაყვანილი უნდა იყოს კამბუზიდან, სამრეცხაოდან, A კატეგორიის სამანქანე განყოფილებებიდან და ნებისმიერი სხვა, ხანძარსაშიშროების მაღალი რისკის მქონე სივრცეებიდან მოშორები