1. ტალღასაჭრელების და ლეერული შემოღობვის მინიმალური სიმაღლე უნდა შეადგენდეს 1000 მმ-ს.

2. უშუალოდ ლეერის მახლობლად ფიქსირებული საგნების (ტერასის ბალიშები, მაგიდები და ა.შ.) მქონე შემაღლებული ადგილების შემთხვევაში, შესაძლებელია დაწესდეს საოპერაციო შეზღუდვები ნაოსნობის განმავლობაში არაუსაფრთხო ზონებით სარგებლობასთან დაკავშირებით, ამავდროულად შესაძლებელია დაშვებულ იქნეს ლეერული შემოღობვის მახლობლად მოსახსნელი შემაღლებული დეტალების და ლეერული შემოღობვიდან მინიმუმ 500 მმ დისტანციაზე შემაღლებული დეტალების განთავსება.

3. 24 მეტრზე ნაკლები სიგრძის იახტების შემთხვევაში მინიმუმ 25 მმ სიმაღლის, ხოლო 24 მეტრის და მეტი სიგრძის იახტების შემთხვევაში 40 მმ მინიმალური სიმაღლის ცხვირი ან ძირის საბჯენები უნდა დამონტაჟდეს ლეერული შემოღობვის მქონე ადგილებში. შუალედური დამცავი ხაზები უნდა დამონტაჟდეს ცხვირის ზედა ნაწილიდან არაუმეტეს 300 მმ სიმაღლეზე. უჟანგავი ფოლადის ლეერული შემოღობვის/ხაზების მინიმალური დიამეტრი უნდა შეადგენდეს 5 მმ-ს. ალტერნატიული სახით სააგენტოს შეუძლია განიხილოს შემდეგი სიმტკიცის, ლეერული ხაზის მასალა 5 მმ უჟანგავი ფოლადის ლეერული ხაზის ეკვივალენტური სიმძლავრით. საყრდენებს და/ან ლეერული ხაზის დამჭერებს შორის არსებული ჰორიზონტალური სივრცე არ უნდა აღემატებოდეს 2.2 მეტრ