1. იახტა, რომლის ნაოსნობის არეალი შეადგენს 20 საზღვაო მილზე მეტს უსაფრთხო ნავსადგურიდან, აღჭურვილი უნდა იყოს წყალგაუმტარი ღია გემბანით იახტის მთელ სიგრძეზე და უზრუნველყოფილი უნდა იყოს სათანადო კონსტრუქციული სიმძლავრით, ზღვისა და ამინდის პირობების მიმართ მდგრადობის მიზნით, რომლებმაც შესაძლებელია თავი იჩინოს დაგეგმილ ნაოსნობის რაიონში.
2. იახტას, რომელიც არ იქნება აღჭურვილი წყალგაუმტარი ღია გემბანით, შეეზღუდება ნაოსნობის რაიონები.
3. იახტა შესაძლებელია აგებულ იქნეს ხისგან, მინა-ბოჭკოთი არმირებული პლასტმასისგან (GRP), ალუმინის შენადნობისგან, ფოლადისა თუ აღნიშნული მასალების კომბინაციისგან.
4. სააგენტოს ან აღიარებულ ორგანიზაციას შეუძლია დაამტკიცოს ნებისმიერი სხვა მასალის გამოყენების თაობაზე წინადადებები.
5. 24 მეტრზე ნაკლები სიგრძის იახტების მდგრადობა გამოითვლება დანართი №2-ის შესაბამისად.
6. 24 მეტრი და მეტი სიგრძის იახტების მდგრადობა გამოითვლება დანართი №3-ის შესაბამისად.
II თავი
24 მეტრზე ნაკლები და 24 მეტრი და მეტი სიგრძის იახტების მიმართ წაყენებული საერთო მოთხოვნე