1. ყველა იახტამ უნდა გაიაროს განახლების მიზნით შემოწმება აღიარებული ორგანიზაციის ან დანიშნული/აღიარებული შემმოწმებლის (სურვეიერის) მიერ.
2. განახლების მიზნით შემოწმების გავლა უნდა დადასტურდეს იახტის შესაბამისობის დოკუმენტზე სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე. იახტის შესაბამისობის დოკუმენტის ასლი, შემოწმების დასკვნასთან ერთად, უნდა წარედგინოს სააგენტოს.
3. განახლების მიზნით შემოწმება უნდა ჩატარდეს შესაბამისობის დოკუმენტის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 3 თვის განმავლობაში. შესაბამისობის დოკუმენტის მოქმედების ვადის განმავლობაში განახლების მიზნით შემოწმების ჩაუტარებლობა გამოიწვევს შესაბამისობის დოკუმენტის მოქმედების ავტომატურ შეჩერებას. შესაბამისობის დოკუმენტის მოქმედების აღდგენა მოხდება ვადაგადაცილებული დოკუმენტის განახლების მიზნით შემოწმების ჩატარებისთანავე.
4. განახლების მიზნით შემოწმების დროს იახტას უნდა ჩაუტარდეს სრული შემოწმება. აგრეთვე აუცილებელია მშრალი დოკირებით შემოწმება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იახტა ფლობს მოქმედ კლასის სერტიფიკატს ან გასართობი იახტა, რომელიც 24 მეტრზე ნაკლები სიგრძისაა. იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების დროს შეუძლებელი იქნება მშრალი დოკირებით შემოწმების განხორციელება, იახტა უნდა შემოწმდეს წყლის ზედაპირზე ტივტივისას, ხოლო წყალქვეშა ნაწილების მშრალი დოკირებით შემოწმება უნდა განხორციელდეს განახლებითი შემოწმების თარიღიდან არაუგვიანეს 6 თვისა (აღნიშნული ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს სააგენტოს მიერ არაუგვიანეს 6 თვით) იმ პირობით, რომ კორპუსის შიდა ინსპექტირება (შიდა ინსპექტირება მოიცავს კორპუსში განთავსებული ნებისმიერი ავზის ინსპექტირებას) განხორციელდება თავად განახლებითი შემოწმების პროცესში. იმ იახტების მშრალი დოკირება არაა აუცილებელი, რომლებიც ფლობენ მოქმედ კლასის სერტიფიკატს.
5. განახლების მიზნით შემოწმების დამაკმაყოფილებლად გავლის შემთხვევაში, დამსწრე შემმოწმებელი (სურვეიერი) გააკეთებს აღნიშვნას შესაბამისობის დოკუმენტის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას და შეატყობინებს აღნიშნულის შესახებ სააგენტოს, რომელიც, შემოწმების დასკვნისა და დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ, გასცემს ახალ შესაბამისობის დოკუმენტს კიდევ 5-წლიანი ვადი