1. ყველა იახტა პირველად უნდა შემოწმდეს აღიარებული ორგანიზაციის ან დანიშნული/აღიარებული შემმოწმებლის (სურვეიერის) მიერ.
2. იახტებზე საჭიროების შემთხვევაში უნდა გაიცეს შემდეგი სერტიფიკატები:
ა) სატვირთო მარკის საერთაშორისო სერტიფიკატი;
ბ) შესაბამისობის სერტიფიკატი – აღნიშნული სერტიფიკატი აერთიანებს ბრძანების ყველა ასპექტს, რომლისთვისაც ცალკე სერტიფიკატის გაცემა აღარ არის საჭირო;
გ) სატვირთო გემის უსაფრთხო რადიოკავშირის სერტიფიკატი (300 საერთო ტევადობის (GT) და მეტი იახტების შემთხვევაში);
დ) ნავთობის დაღვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო სერტიფიკატი (400 საერთო ტევადობის (GT) და მეტი იახტების შემთხვევაში);
ე) ჩამდინარე წყლებით დაბინძურების თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო სერტიფიკატი (400 საერთო ტევადობის (GT) და მეტი ან ბორტზე 15 ადამიანზე მეტი არსებობის იახტების შემთხვევაში);
ვ) გემებიდან ზღვის დაბინძურების თავიდან აცილების შესახებ (MARPOL) კონვენციის V დანართთან შესაბამისობის სერტიფიკატი (400 საერთო ტევადობის (GT) და მეტი ან ბორტზე 15-ზე მეტი პერსონალის იახტების შემთხვევაში);
ზ) გემებზე მავნე დაბინძურების საწინააღმდეგო სისტემების კონტროლის შესახებ საერთაშორისო კონვენციასთან შესაბამისობის სერტიფიკატი;
თ) ტონაჟის საერთაშორისო სერტიფიკატ