1. ყველა იახტა უნდა აკმაყოფილებდეს „ზღვაში გემების შეჯახების თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო წესებით“ (შემდეგში – COLREG 72) გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
2. ყველა სერტიფიცირებული იახტა, რომელსაც აქვს უფლება გადაიყვანოს 15 ადამიანზე მეტი, ასევე 400 საერთო ტევადობის (GT) ან მეტი ყველა იახტამ, ბორტზე მყოფი ადამიანების რაოდენობის მიუხედავად, უნდა იქონიოს ჩამდინარე წყლებით დაბინძურების თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო სერტიფიკატი (ISPPC) MARPOL კონვენციის IV დანართის შესაბამისად.
3. ყველა იახტა, რომელსაც გააჩნია საბალასტო წყლის ავზი, უნდა აკმაყოფილებდეს „გემებიდან ბალასტური წყლებისა და დანალექების კონტროლისა და მართვის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
4. 24 მეტრი და მეტი სიგრძის იახტა უნდა ფლობდეს „ხომალდების გაზომვის შესახებ“ 1969 წლის საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად გაცემულ ტონაჟის საერთაშორისო სერტიფიკატს.
5. 24 მეტრი და მეტი სიგრძის იახტა უნდა ფლობდეს LLC კონვენციის შესაბამისად გაცემულ სატვირთო მარკის სერტიფიკატს.
6. 24 მეტრი და მეტი და 400 საერთო ტევადობის (GT) ნაკლებ ყველა იახტას უნდა ჰქონდეს დეკლარაცია დაბინძურების საწინააღმდეგო სისტემაზე, რომელიც შეესაბამება გემებზე მავნე დაბინძურების საწინააღმდეგო სისტემის კონტროლის შესახებ საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად.
7. 100 საერთო ტევადობის (GT) და მეტი მქონე ყველა იახტა ან ის იახტები, რომლებიც სერტიფიცირებულნი არიან 15 ან მეტი მგზავრის გადასაყვანად, მიუხედავად ტონაჟისა, უნდა ჰქონდეთ ნარჩენების მართვის გეგმა.
8. 300 საერთო ტევადობის (GT) და მეტი ყველა იახტას უნდა ჰქონდეს IMO ნომერი.
9. 300 საერთო ტევადობის (GT) და მეტი ყველა იახტა უნდა შემოწმდეს „ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის შესახებ“ კონვენციის (SOLAS) IV თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად და უნდა ფლობდეს შემდეგ სერტიფიკატებს:
ა) სატვირთო გემის უსაფრთხო რადიოკავშირის სერტიფიკატი;
ბ) სატვირთო გემის უსაფრთხო რადიოკავშირის მოწყობილობების აღრიცხვის სერტიფიკატი;
გ) გემის რადიოსადგურის ლიცენზია.
10. 400 საერთო ტევადობის (GT) და მეტი ყველა იახტა უნდა ფლობდეს ნავთობის დაღვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო სერტიფიკატს (IOPPC), „ხომალდებიდან გაჭუჭყიანების აღკვეთის შესახებ“ 1973 წ. საერთაშორისო კონვენციის (შემდეგში – MARPOL) I დანართის შესაბამისად.
11. 400 საერთო ტევადობის (GT) და მეტი ყველა იახტას ბორტზე უნდა ჰქონდეს ნავთობის აღრიცხვის ჟურნალი (პირველი ნაწილი) MARPOL კონვენციის I დანართის შესაბამისად.
12. 400 საერთო ტევადობის (GT) და მეტი მქონე ყველა იახტა, ასევე ის იახტები, რომლებიც სერტიფიცირებულნი არიან 15 ან მეტი პერსონალის გადასაყვანად, მიუხედავად ტონაჟისა, უნდა შემოწმდეს შესაბამისობის დადასტურების მიზნით და უნდა აწარმოებდეს ნარჩენების აღრიცხვის ჟურნალს.
13. 400 საერთო ტევადობის (GT) და მეტი მქონე ყველა იახტა სერტიფიცირებული უნდა იყოს გემებიდან ზღვის დაბინძურების საწინააღმდეგო სისტემების საერთაშორისო სერტიფიკატით (IAFSC) „გემებზე მავნე დაბინძურების საწინააღმდეგო სისტემების კონტროლის შესახებ საერთაშორისო კონვენციის“ შესაბამისად.
14. 500 საერთო ტევადობის (GT) და მეტი ყველა იახტა უნდა შემოწმდეს „ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის შესახებ“ კონვენციის (SOLAS) II-1, II-2, III და V თავებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად და უნდა ფლობდეს სატვირთო გემის უსაფრთხო აღჭურვილობის სერტიფიკატებს.
15. 500 საერთო ტევადობის (GT) და მეტი კომერციული იახტები უნდა აკმაყოფილებდეს „ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის შესახებ“ კონვენციის (SOLAS) IX თავითა და საერთაშორისო უსაფრთხოების მართვის (ISM) კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და უნდა ფლობდეს შემდეგ სერტიფიკატებს:
ა) შესაბამისობის დოკუმენტი (DoC);
ბ) უსაფრთხოების მართვის სერტიფიკატი (SMC).
16. 500 საერთო ტევადობის (GT) და მეტი კომერციული იახტები უნდა აკმაყოფილებდეს „ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის შესახებ“ კონვენციის (SOLAS) XI-2 თავითა და გემების და სანავსადგურო საშუალებების დაცვის საერთაშორისო კოდექსით (ISPS Code) გათვალისწინებულ მოთხოვნებს და უნდა ფლობდეს გემის უშიშროების საერთაშორისო სერტიფიკატს (ISSC).
17.500 საერთო ტევადობის (GT) და მეტი ყველა იახტა უნდა შემოწმდეს „ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის შესახებ: კონვენციის (SOLAS) II-1 თავითა და II-2 თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად და უნდა ფლობდეს სატვირთო გემის უსაფრთხო კონსტრუქციის სერტიფიკატს.
18.1000 საერთო ტევადობის (GT) და მეტი იახტები უნდა იყოს დაზღვეული და სერტიფიცირებული „საბუნკერო საწვავით დაბინძურების შედეგად გამოწვეული ზარალის გამო წარმოშობილი სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ“ 2001 წლის კონვენციის შესაბამისა