1. რიგგარეშე შემოწმება მოიცავს საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის შემდგომ შემოწმებას ან/და რეკომენდაციების შესრულების შემდგომ შემოწმებას, რომელიც უნდა განხორციელდეს დანიშნული/აღიარებული შემმოწმებლის (სურვეიერის) ან აღიარებული ორგანიზაციის მიერ, თუ ამას აუცილებლად მიიჩნევს სააგენტო.
2. საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის ან/და ნავსადგურში შესაბამისი კომპეტენციის მქონე სტრუქტურის მიერ იახტის დაკავების შემდგომ, კაპიტანი/მფლობელი/მენეჯერი ვალდებულია აცნობოს სააგენტოს აღნიშნულის თაობაზე. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სააგენტო სისრულეში მოიყვანს დამატებით/რიგგარეშე შემოწმებას შესაბამისობის დოკუმენტის მოქმედების დადასტურების მიზნით.
3. სააგენტოსთვის იახტის საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის და/ან ნავსადგურში შესაბამისი კომპეტენციის მქონე სტრუქტურის მიერ იახტის დაკავების შესახებ შეტყობინების მიუწოდებლობა გამოიწვევს შესაბამისობის დოკუმენტის მოქმედების შეჩერებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისა