1. ყველა იახტა ექვემდებარება ყოველწლიურ შემოწმებას აღიარებული ორგანიზაციის ან დანიშნული/აღიარებული შემმოწმებლის (სურვეიერის) მიერ.

2. შემოწმების დამაკმაყოფილებლად გავლის შემთხვევაში, ყოველწლიური შემოწმების გავლა უნდა დადასტურდეს იახტის შესაბამისობის დოკუმენტზე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე ჩანაწერის გაკეთებით. იახტის შესაბამისობის დადასტურებული დოკუმენტის ასლი, შემოწმების დასკვნასთან ერთად, უნდა წარედგინოს სააგენტოს.

3. ყოველწლიური შემოწმებები უნდა ჩატარდეს განახლების მიზნით ბოლო შემოწმების (ან პირველადი შემოწმების) თარიღიდან ± 3 თვეშ