1. LLC კონვენციით გათვალისწინებული სტანდარტები უნდა მოქმედებდეს კორპუსის ყველა მოწყობილობის მიმართ. ყველა კინგსტონი და ბორტსმიღმა წყალგამომშვები უზრუნველყოფილი უნდა იყოს დამტკიცებული ტიპის ჩამკეტი სარქველებით.

2. სარქველი ან მსგავსი სახის ფიტინგი, რომელიც დამაგრებული იქნება იახტის გვერდით, წყალხაზის დაბლა, სამანქანე განყოფილებისა თუ ხანძარსაშიშროების მაღალი რისკის მქონე ნებისმიერი სხვა ზონის ფარგლებში, დამზადებული უნდა იყოს ფოლადისგან, ბრინჯაოსგან, სპილენძისა თუ სხვა დამტკიცებული ტიპის ლითონისგან. სარქველის ჰერმეტიზაცია უნდა იყოს „ლითონი ლითონზე“ ტიპის.

3. კორპუსზე, ღია გემბანის დაბლა დაუშვებელია პლასტმასის/პლასტიკის სარქველების დაყენება.

4. სიჩქარის აღმრიცხველებისა თუ ნებისმიერი სხვა სენსორისთვის განკუთვნილი, მოსახსნელი ტიპის ღიობი წარმოდგენილი უნდა იქნეს ჩამკეტ სარქველებთან ერთად. აღნიშნული სარქველები აღჭურვილი უნდა იყოს ჩამკეტი მექანიზმებით.

5. სინთეტიკური მასალისგან დამზადებული მილების გამოყენება მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი. სამანქანე განყოფილებაში ან ხანძარსაშიშროების მაღალი რისკის შემცველ სხვა ადგილებში ამგვარი მილგაყვანილობის გამოყენების საჭიროების შემთხვევაში, მილგაყვანილობა სათანადოდ უნდა იყოს დამაგრებული და დაცული ხახუნის შედეგად დაზიანებისგან.

6. აღნიშნული მილგაყვანილობა სერტიფიცირებული უნდა იყოს ხანძარმედეგობაზე გამოცდის პროცედურების შესახებ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის კოდექსის შესაბამისად და წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი სერტიფიკატები. სინთეტიკურ მილებს/შლანგებსა და ლითონის მილებს შორის არსებული გადაბმა უნდა იყოს დამტკიცებული ტიპი