1. წინამდებარე მუხლი არეგულირებს მაღალი რისკის შემცველი სივრცეების დაცვას, როგორიცაა სამანქანე განყოფილება, კამბუზი და ა.შ. მასში წარმოდგენილია აალებადი მასალების გამოყენებასთან დაკავშირებული შეზღუდვები და შემოთავაზებულია ხანძრის გამოვლენისა და ეფექტური ევაკუაციის მოთხოვნები.
2. იმ იახტების შემთხვევაში, რომელიც არაა აგებული ფოლადით, გამყოფი ტიხრების და კედლების ხანძარმედეგობის კლასი განისაზღვრება თითოეული შემთხვევის მიხედვით, ინდივიდუალურად, ფუნქციონალური ეკვივალენტობის საფუძველზე.
3. იახტების ზოგადი სტრუქტურული პრინციპები განისაზღვრება დანართის №1-ის ცხრილი №3-ის შესაბამისა