1. ალის დაბალი სიჩქარით გავრცელება წარმოადგენს გარკვეული არაალებადი მასალების ზედაპირისთვის აუცილებელ თვისებას, როდესაც ადგილი აქვს ზედაპირზე ალის გავრცელებას შეზღუდული სიჩქარით. ზედაპირი შესაძლებელია ჩაითვალოს, როგორც ალის დაბალი სიჩქარით გამავრცელებელი, როდესაც აღნიშნული ნაჩვენები იქნება შესაბამის კვლევაში ხანძარმედეგობაზე გამოცდის პროცედურების შესახებ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) კოდექსში და სერტიფიცირებული იქნება აღნიშნული კოდექსის შესაბამისად.
2. ზედაპირებზე ალის დაბალი სიჩქარით გავრცელებასთან, ასევე სივრცეში აალებადი მასალის რაოდენობის შეზღუდვასთან დაკავშირებული შემდეგი მოთხოვნების მიზანს წარმოადგენს გავრცელების სიჩქარის, ასევე სივრცეში ხანძრის მასშტაბის შეზღუდვა. თუ აღნიშნული მიზნის მიღწევა შესაძლებელი იქნება სხვა გზით, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაუშვას ალტერნატიული ღონისძიებები ეკვივალენტურობის ჯეროვნად დემონსტრირების შემთხვევაში.
3. ყველა იახტაზე, დერეფნებსა და კიბის უჯრედებში არსებული კედლების, ჭერის და იატაკის ღია ზედაპირები, რომელთან დაკავშირებითაც მოითხოვება სტრუქტურული ხანძარსაწინააღმდეგო დაცვა, უნდა ხასიათდებოდეს ალის დაბალი სიჩქარით გავრცელების თვისებით. გარდა ამისა, ყველა იახტაზე:
ა) ყოველი ჭერის ღია ზედაპირი უნდა აკმაყოფილებდეს ალის დაბალი სიჩქარით გავრცელებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს;
ბ) დახურულ და მიუწვდომელ ადგილებში არსებული ყველა ღია ზედაპირი უნდა აკმაყოფილებდეს ალის დაბალი სიჩქარით გავრცელებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს.
4. აალებადი მასალების, შპონის ფენების შეზღუდული გამოყენება ზედაპირებსა და პანელზე, უნდა შეესაბამებოდეს ალის დაბალი სიჩქარით გავრცელებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. აღნიშნული აალებადი დეკორატიული შრეების სისქე არ უნდა აღემატებოდეს 1.5 მმ-ს.
5. აალებადი მასალების შეზღუდულად გამოიყენება მოპირკეთების მიზნით, სხვადასხვა სივრცეში, მოსაპირკეთებლად შესაძლებელია მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის აალებადი მასალის გამოყენება. აალებადი შუასადებები, დეკორატიული ელემენტებისა და შპონების საერთო მოცულობა ნებისმიერ საცხოვრებელ ან საერთო სარგებლობის ოთახში არ უნდა აღემატებოდეს კედლებისა და ჭერის საერთო ფართის 2.5 მმ შპონის შუასადების შესაბამის მოცულობას.
6. ყველა კარი უნდა იყოს დამტკიცებული ან სერტიფიცირებული ტიპის და უნდა ჰქონდეს იმ დამცავი ტიხრის ხანძარმედეგობის დონის ეკვივალენტური დონე, რომლებშიც ისინია დაყენებული. სავენტილაციო ღიობები დასაშვებია მხოლოდ B კლასის გამყოფი ტიხრის კარსა და მხოლოდ მათი ძირის მონაკვეთში, გარდა კიბის უჯრედის ფარგლებში არსებული კარისა. აღნიშნული ღიობების ნომინალური ფართობი არ უნდა აღემატებოდეს 0.05 კვ.მ.-ს. ცხაურები დამზადებული უნდა იყოს არაალებადი მასალებისგან.
7. იმ შემთხვევაში, თუ A, B ან F კლასის ტიხრებსა და გემბანებზე წარმოდგენილი იქნება ელექტროკაბელების, მილების, ლილვების, სადენების და ა.შ. ნახვრეტები, საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამგვარი გახვრეტის შედეგად არ დაქვეითდება ტიხრების და გემბანის ხანძარმედეგობა.
8. კედლებისა და პანელების მიღმა არსებული ცარიელი სივრცეები, ასევე საცხოვრებელ ოთახებში, მომსახურე ოთახებსა და მონიტორინგის პუნქტებში ჭერსა და გემბანს შორის არსებული სივრცეები უნდა დაიყოს გამწოვი სახშობებით ხანძრის, კვამლის და სითბოს თავისუფლად გადაცემის პრევენციის მიზნით. გამწოვის სახშობები ერთმანეთისგან დაშორებული უნდა იყოს არაუმეტეს 7 მეტრის ინტერვალი