1. იახტების ბორტზე ხმაურის დონე შეძლებისდაგვარად მინიმალური უნდა იყოს.

2. ხმაურის დონე სამანქანე განყოფილებებში, სახელოსნოებსა და საცავებში, სადაც მუდმივად ან ხანგრძლივი პერიოდით იმყოფება პერსონალი, არ უნდა აღემატებოდეს 85 dB(A)-ს სამანქანე განყოფილებების, სახელოსნოების, საცავების და ნებისმიერი სხვა სივრცის შემთხვევაში, სადაც წარმოიქმნება ხმაური.

3. ხმაურის დონეები იმ სამანქანე განყოფილებებში, სადაც არაა გათვალისწინებული ეკიპაჟის მუდმივად ყოფნა ან ეკიპაჟი წარმოდგენილი იქნება მხოლოდ ხანმოკლე პერიოდით, არ უნდა აღემატებოდეს 110 dB(A)-ს -ს.

4. სმენის ორგანოების დამცავი საშუალებების ტარება ისეთ ადგილებში, სადაც ხმაურის დონეები აღემატება 85 dB(A)-ს)-ს, სავალდებულოა.

5. სმენის ორგანოების დამცავი საშუალებების გამოყენების მიზნით შესაბამისი ნიშნები და სიმბოლოები უნდა განთავსდეს სამანქანე განყოფილებების შესასვლელში. აღნიშნული სიმბოლოები უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს.

6. სმენის ორგანოების დამცავი საშუალებები, ხმაურის ჩახშობის სათანადო დონით, რომელიც გამოიყენება ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის, უნდა გადაეცეს ეკიპაჟის ყოველ წევრს, რომელიც შესაძლებელია შევიდეს აღნიშნულ სივრცეებშ