1. სასწავლო სახელმძღვანელო უნდა იყოს ხელმისაწვდომი ბორტზე და უნდა მოიცავდეს დეტალურ ინფორმაციას დადგენილი უსაფრთხო სამუშაო პრაქტიკის, ბორტზე სწავლების შესახებ მითითებების, პერსონალური დამცავი აღჭურვილობის და ტრავმებისგან დაცვის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების შესახებ ცოდნის დონის და დაბინძურების თავიდან აცილების შესახებ.
2. სასწავლო სახელმძღვანელო უნდა ითვალისწინებდეს ინსტრუქციებსა და ინფორმაციას იახტებში არსებული სამაშველო აღჭურვილობის შესახებ, ასევე გადარჩენის საუკეთესო მეთოდების შესახებ ადვილად გასაგები ტერმინებითა და ილუსტრაციებით, შესაბამისობის შემთხვევაში. საჭიროა შემდეგის განმარტება სათანადო დეტალურობით:
ა) სამაშველო ჟილეტების, მყვინთავის კოსტუმების და თერმოდამცავი საშუალებების ტარება;
ბ) განგაშის დროს შეკრება სპეციალურ პუნქტებში;
გ) კოლექტიური სამაშველო საშუალებების, სამაშველო კატარღების, სწრაფმავალი სამაშველო კატარღების, თავისუფალი ვარდნის სამაშველო ნავებისა და გასაბერი ნავების ბორტზე განთავსება, წყალში ჩაშვება და გასუფთავება;
დ) განათება წყალში ჩაშვებისთვის განკუთვნილ სივრცეებში;
ე) პიროტექნიკის განთავსება და გამოყენება;
ვ) ყოველგვარი სადეტექციო მოწყობილობის გამოყენება;
ზ) ილუსტრაციების გამოყენებით, რადიოსამაშველო აღჭურვილობის გამოყენება;
თ) ღუზების გამოყენება;
ი) კოლექტიური სამაშველო საშუალებების, სამაშველო კატარღების, სწრაფმავალი სამაშველო კატარღების, თავისუფალი ვარდნის სამაშველო ნავებისა და გასაბერი ნავების ამოყვანა წყლიდან, სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე განთავსებისა და დამაგრების ჩათვლით, შესაბამისობის შემთხვევაში;
კ) ზემოქმედების საფრთხე და თბილი ტანსაცმლის საჭიროება;
ლ) გადარჩენის მიზნით კოლექტიური სამაშველო საშუალებების საუკეთესო გზით გამოყენება;
მ) სამაშველო მეთოდები, მათ შორის ვერტმფრენის სამაშველო საშუალებები, ბავშვებისთვის განკუთვნილი სამაშველო საკიდელები, ასევე სანაპირო სამაშველო აპარატურა და იახტის თოკსატყორცნიაპარატურა;
მ) განგაშის განრიგითა და გადაუდებელი სიტუაციების შესახებ არსებული ინსტრუქციებით გათვალისწინებული ყველა სხვა ფუნქცია;
ნ) კოლექტიური სამაშველო საშუალებების ავარიული შეკეთების ინსტრუქცია;
ო) სამაშველო ღონისძიებების შესრულების საშუალებები;
პ) საზღვაო ევაკუაციის სისტემები, საჭიროების შემთხვევაში.
3. პასუხსიმგებელმა ოფიცერმა რეგულარულად უნდა მოამზადოს ეკიპაჟის წევრები, ჩაუტაროს წვრთნები, რომელიც დაკავშირებული იქნება შემდეგთან:
ა) სამაშველო ტივების მდებარეობა და წყალში ჩაშვების მეთოდი;
ბ) ზღვიდან ადამიანის გადარჩენის მეთოდები;
გ) პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა;
დ) ბორტზე არსებული რადიოების პროცედურები და ოპერირება;
ე) სანავიგაციო და განათების სხვა ამომრთველების მდებარეობა;
ვ) სხვადასხვა ტიპის ხანძრის შემთხვევაში, ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებების მდებარეობა და გამოყენება;
ზ) მთავარი ამძრვია ძრავის ამუშავების, გაჩერების და მართვის მეთოდი;
თ) თავშესაფრის სახით გამოყენებულ შესაბამის ნავსადგურში ნაოსნობის მეთოდ