1. სამანქანე განყოფილებები უნდა იყოს სრულად დახურული. ისინი უნდა იყოს თბოიზოლირებული და ბგერაგაუმტარი. გამოყენებული მასალა არ უნდა შთანთქავდეს ნავთობს და იწვევდეს ხანძარს.

2. ყოველ იახტაზე წარმოდგენილი უნდა იყოს სათანადო სიმძლავრის, დიზელზე მომუშავე ბორტშიდა ძრავი, იახტის უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველსაყოფად.

3. იახტის ასამუშავებლად დაუშვებელია ბენზინის ძრავების გამოყენება. ბენზინზე მომუშავე ბორტშიდა ძრავების დაყენების შემთხვევაში, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ბენზინის შენახვას. გემბანის დაბლა არსებულ სივრცეებში დაუშვებელია ბენზინის შენახვა.

4. სამანქანე დანადგარები ჯეროვნად უნდა იყოს დაპროექტებული და დამონტაჟებული დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად. დაპროექტება და მონტაჟი ისე უნდა განხორციელდეს, რომ ყველა დეტალი სათანადოდ იქნეს დაცული სამანქანე განყოფილებაში მყოფი პირების ფიზიკური დაშავების საფრთხის მინიმუმამდე დასაყვანად. სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს მოძრავ ნაწილებს, ცხელ ზედაპირებს და სხვა საფრთხეებს.

5. ნავთობის მიწოდების მილგაყვანილობაზე წარმოდგენილი უნდა იყოს ჩამკეტი სარქველი, საწვავის ცისტერნიდან გამომავალი მილის გამოსასვლელზე. ჩამკეტი სარქველის ოპერირება შესაძლებელი უნდა იყოს როგორც ლოკალურად, ასევე დისტანციურად სამანქანე განყოფილების ფარგლებს მიღმა არსებული სივრციდან.

6. იმ შემთხვევაში, თუ საწვავის სისტემა იყენებს დრეკად შლანგებს, ამგვარი შლანგები უნდა დამზადდეს ცეცხლმაქრი მასალისგან და უნდა იყოს სერტიფიცირებული აღნიშნული სახით გამოყენებისთვის. კიდური გადაბმა უნდა წარმოადგენდეს სათანადოდ გოფრირებულ და კუთხვილიან ქუროებს. დაუშვებელია დროებითი ფიტინგების მორგება. საწვავის სისტემებზე გამოყენებული ყოველგვარი მასალა უნდა იყოს დამტკიცებული ტიპის და სერტიფიცირებული. შეიძლება დაშვებულ იქნეს ზემძლავრი მომჭერები, თუმცა მათი გამოყენება უნდა მოხდეს ეკონომიურა