1. იახტას, სრული წყალგაუმტარი ღია გემბანით, რომელიც არ იქნება არც საფეხურებიანი, არც ჩაღრმავებული და არც ამაღლებული ტიპის, უნდა ჰქონდეს არანაკლებ 425 მმ წყალზედა ბორტი (გაზომილი ღია გემბანის უმდაბლესი წერტილიდან) 15 მეტრი სიგრძის იახტების შემთხვევაში და არანაკლებ 994 მმ წყალზედა ბორტი – 24 მეტრი სიგრძის იახტების შემთხვევაში. შუალედური სიგრძის იახტების შემთხვევაში, წყალზედა ბორტი განისაზღვრება ხაზობრივი ინტერპოლაციით.
2. სრული წყალგაუმტარი ღია გემბანის მქონე იახტებს, რომლებიც შეიძლება იყოს საფეხურებიანი, ჩაღრმავებული ან ამაღლებული ტიპის, უნდა ჰქონდეთ არანაკლებ 255 მმ წყალზედა ბორტი (გაზომილი ღია გემბანის უმდაბლესი წერტილიდან) 15 მეტრი სიგრძის იახტების შემთხვევაში და არანაკლებ 510 მმ წყალზედა ბორტი – 24 მეტრი სიგრძის იახტების შემთხვევაში. შუალედური სიგრძის იახტების შემთხვევაში, წყალზედა ბორტი განისაზღვრება ხაზობრივი ინტერპოლაციით. წყალგაუმტარი ღია გემბანის ამაღლებული ნაწილ(ებ)ი უნდა იყოს გადაჭიმული იახტის სრულ სიგანეზე, ხოლო საშუალო წყალზედა ბორტი იახტის სრულ სიგრძეზე უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლის პირველ პუნქტს.
3. იახტებს, რომლებსაც მოეთხოვებათ იახტის მდგრადობის შესახებ დატკიცებული საინფორმაციო ბუკლეტის ან გამოთვლების წარმოება, ან რომელთა მდგრადობაც გამოთვლილია EN ISO 12217-1 სტანდარტის შესაბამისად არაიალქნიანი იახტების შემთხვევაში ან EN ISO 12217-2 სტანდარტის შესაბამისად – იალქნიანი იახტების შემთხვევაში, უნდა განესაზღვროთ ისეთი წყალზედა ბორტი, რომელიც შეესაბამება იახტის წყალშიგს ზღვის წყალში სრული დატვირთვისას (ბორტზე მყოფი ყოველი პირის სავარაუდო წონა 75 კგ). აღნიშნული გამოთვლილი წყალზედა ბორტი არ უნდა იყოს ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით მოთხოვნილ წყალზედა ბორტზე ნაკლები.
4. წყალზედა ბორტის სიმაღლის და პოზიციის გამოთვლები საბოლოო ჯამში მითითებულია 75-ე მუხლის მე-10 პუნქტშ