1. წყალგაუმტარი ტიხრები, მათი გასასვლელები, ნაკვეთურების წყალგაუმტარი მთლიანობა უნდა აკმაყოფილებდეს აღიარებული ორგანიზაციის ან დანიშნული/აღიარებული შემმოწმებლის (სურვეიერის) მოთხოვნებს.
2. წყალგაუმტარ ტიხრებში არსებული ღიობები უნდა აკმაყოფილებდეს სატვირთო გემებთან დაკავშირებით არსებულ სავალდებულო სტანდარტებს.
3. დამტკიცებული ანჯამიანი კარი შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს იშვიათად გამოყენებული ღიობებისთვის. ამგვარი კარის გამოყენების შემთხვევაში, სანავიგაციო ხიდურის არსებულ სტენდზე უნდა განთავსდეს ხმოვანი და ვიზუალური სიგნალიზაცია, რომელიც გარკვევით მიუთითებს აღნიშნული კარის მდგომარეობაზე.
4. 500 საერთო ტევადობის (GT) ნაკლები იახტების შემთხვევაში, ანჯამიანი კარის გამოყენება დასაშვებია იმ პირობით, თუ ის დანტკიცებული ტიპისა და აღიჭურვება ხმოვანი და ვიზუალური გამაფრთხილებელი სიგნალიზაციით, რომელიც განთავსებული იქნება სანავიგაციო ხიდურზე არსებულ სტენდზე, რომელიც გარკვევით მიუთითებს აღნიშნული კარის მდგომარეობაზე.
5. კარზე ყოველთვის გამოკრული უნდა იყოს აბრა, რომელზეც გარკვევით იქნება მითითებული ამ კარის დახურულ მდგომარეობაში ყოფნის აუცილებლობა.
6. ხშირად გამოყენებული კარი უნდა იყოს დამტკიცებული გასაწევი ტიპის, რომლის ექსპლუატაციაც შესაძლებელი იქნება როგორც ლოკალურად, ასევე სანავიგაციო ხიდურზე არსებულ სტენდზე.
7. კორპუსის შიგნით და წყალზედა ბორტის გემბანს ქვემოთ არსებული ნებისმიერი დახურული ნაკვეთური, რომელთან წვდომაც შესაძლებელია კორპუსის გავლით, შემოსაზღვრული უნდა იქნეს წყალშეუღწევი ზღვარით, ღიობების გარეშე. დასაშვებია გასასრიალებელი წყალგაუმტარი კარის დაყენებ