1. ღია გემბანის დაბლა დაყენებული ყველა ილუმინატორი უნდა იყოს გამართული კონსტრუქციის და უნდა აკმაყოფილებდეს ეროვნულ ან საერთაშორისო სტანდარტებს. ღია გემბანის დაბლა არსებული ყველა ილუმინატორი აღჭურვილი უნდა იყოს დახშული ილუმინატორით.

2. არსებული იახტების შემთხვევაში, უნდა დადასტურდეს რომ ილუმინატორების ხარისხი შეესაბამება დანიშნულებისამებრ გამოყენების მიზნებს.

3. ახალი იახტების შემთხვევაში, ძირითად კორპუსზე, ღია გემბანის დაბლა წარმოდგენილი ყველა ილუმინატორი უნდა იყოს დამტკიცებული ტიპის.

4. ილუმინატორები უნდა იყოს გაუხსნელი ტიპის. ილუმინატორების ქვედა კიდე უნდა შეადგენდეს მინიმუმ 500 მმ-ს ან იახტის სიგანის 2.5%-ს (ამ ორი მაჩვენებლიდან რომელიც უფრო მეტი იქნება) სატვირთო მარკის ნიშნულს ზემოთ.

5. სამანქანე განყოფილებებში დაუშვებელია რაიმე სახის ილუმინატორის დაყენებ