1. ღია გემბანზე დამონტაჟებულ საჰაერო მილგაყვანილობას უნდა ჰქონდეს ეფექტური კონსტრუქცია და უნდა იყოს სათანადოდ გამაგრებული.

2. ღია გემბანზე საჰაერო მილგაყვანილობა უნდა დამონტაჟდეს მაქსიმალურად ბორტის სიღრმეში. ცისტერნებთან საჰაერო მილგაყვანილობის კომინგსის მინიმალური სიმაღლე უნდა იყოს შემდეგი:

ა) ღია გემბანი: 760 მმ (380 მმ – მოკლე მანძილზე ნაოსნობის იახტების შემთხვევაში);

ბ) ყველა სხვა ლოკაცია: 450 მმ (220 მმ – მოკლე მანძილზე ნაოსნობის იახტების შემთხვევაში).

3. ყველა საჰაერო მილი აღჭურვილი უნდა იყოს მუდმივად დამაგრებული სახშობებით.

4. საწვავის ცისტერნების მილგაყვანილობა წარმდგენილი უნდა იყოს შემვსები მილების ზედა ნაწილიდან არანაკლებ 760 მმ სიმაღლეზ