1. სამანქანე განყოფილებებისა და კამბუზებისთვის განკუთვნილი ვენტილაციის გაჩერება/დახურვა შესაძლებელი უნდა იყოს აღნიშნული სივრცეების გარედან. ვენტილაციების გაჩერება/დახურვა უნდა იმართოს იმ სივრციდან, რომელიც იქნება ადვილად ხელმისაწვდომი ხანძრის შემთხვევაში და აღნიშნული თვალსაჩინო ადგილზე.
2. სამანქანე სივრცეებიდან, კამბუზებიდან და სხვა, მომატებული რისკის სივრცეებიდან გამომავალი სავენტილაციო მილები, როგორც წესი, არ უნდა გადიოდეს საცხოვრებელ სივრცეებში. თუ საველნტილაციო მილების მიერ საცხოვრებელ სივრცეების გავლა გარდაუვალია, მაშინ:
ა) საცხოვრებელ სივრცეებში გამავალი სავენტილაციო გაყვანილობის მასალა, კამბუზის გამწოვის ჩათვლით, დამზადებული უნდა იყოს ლითონისგან (მოთუთიებული ფოლადი ან ეკვივალენტური მასალა), მინიმუმ 3 მმ სისქით და უნდა იყოს თერმოიზოლირებული იგივე სტანდარტის შესაბამისად, როგორც სამანქანე განყოფილება;
ბ) ტემპერატურის მიხედვით გააქტიურებული ავტომატური სარქველები უნდა დამონტაჟდეს სავენტილაციო არხებს შიგნით იმ ადგილზე, სადაც სავენტილაციო მილგაყვანილობა მიემართება მაღალი რისკის შემცველი ზონებიდან საცხოვრებელ სივრცეებამდე. აღნიშნული სარქველები ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხელით მართვი