1. იახტებზე უნდა დამონტჟდეს ხანძრის გამოვლენის და სახანძრო სიგნალიზაციის სისტემა. რომელიც აღჭურვილი იქნება მართვის დაფით, და განთავსებული იქნება საჭის მართის ადგილის ფარგლებში, ხოლო ხმოვანი სიგნალიზაცია – ისეთ ადგილებში, საიდანაც მათი გაგონების ალბათობა მაღალია. სისტემის შემადგენლობაში წარმოდგენილი უნდა იყოს კვამლის, სითბოს და სხვა სათანადო დეტექტორები, რომლებიც მინიმუმ დამონტაჟდება სამანქანე განყოფილებასა და კამბუზში.
2. იმ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც სივრცეს ან ნაკვეთურს ექნება ევაკუაციის მხოლოდ ერთი (1) საშუალება, საევაკუაციო გზის მთლიანობა უნდა იყოს დაცული კვამლის დეტექტორების დამონტაჟებით, რომლებიც უზრუნველყოფს საფრთხის შესახებ წამიერ, ადრეულ გაფრთხილებას ხმოვანი და ვიზუალური სიგნალების მეშვეობით სივრცესა და ნაკვეთურში, სიგნალების მოსმენა მთელი იახტის მასშტაბით იქნება შესაძლებელ