1. ლიალური წყლების სატუმბი სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს აღიარებული ორგანიზაციის ან დანიშნული/აღიარებული შემმოწმებლის (სურვეიერის) მოთხოვნებს. იმ შემთხვევაში, თუ იახტა არ იქნება კლასიფიცირებული, მაშინ აღიარებულმა ორგანიზაციამ ან დანიშნულმა შემმოწმებელმა (სურვეიერმა) უნდა გასცეს შესაბამისობის სერტიფიკატი.
2. ლიალური წყლების ორი ტუმბო უნდა განთავსდეს ორ სხვადასხვა ნაკვეთურში. ორივე ტუმბოს უნდა ჰქონდეს ყველა ნაკვეთურიდან გაწოვის ფუნქცია და ლიალური წყლების ტუმბოს გადამრთველი უნდა მუშაობდეს საჭით მართვის მთავარი პოზიციიდან. ავტომატური მართვის საშუალებების მქონე ლიალური წყლების ტუმბოები ასევე აღჭურვილი უნდა იყოს ხელის გადამრთველით. ავტომატური მართვის საშუალებებზე წარმოდგენილი უნდა იყოს ვიზუალური ინდიკაცია, რომელიც მიუთითებს ტუმბოს დაყენებასა და მზადყოფნაზე ავტომატურ რეჟიმში ოპერირებისთვის.
3. იახტები უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესის 60-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებ