1. იახტები უნდა აკმაყოფილებდეს LLC კონვენციის III თავით გათვალისწინებულ მოთხოვნებს წყალზედა ბორტის მარკირებასთან დაკავშირებით, რაც შეესაბამება ყველაზე ღრმა დატვირთვის მდგომარეობას. აღნიშნული გათვალისწინებული უნდა იქნეს იახტის მდგრადობის შესახებ საინფორმაციო ბუკლეტში.

2. 500 საერთო ტევადობის ნაკლებ (GT) იახტებს არ მოეთხოვებათ LLC კონვენციის მე-5 რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან სრული შესაბამისობა, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, წყალხაზის შიდა დიამეტრი არ უნდა იყოს 150 მმ-ზე ნაკლები.

3. წყალზედა ბორტი მუდმივად უნდა იყოს მარკირებული იახტის შუა ნაწილის ორივე მხარეს.

4. წყალხაზი მუდმივად უნდა იყოს მარკირებული და აღნიშვნის ფერი უნდა იყოს მახლობლად არსებული კორპუსისგან კონტრასტული.

5. მონიშნული წყალზედა ბორტი უნდა აკმაყოფილებდეს კორპუსის კონსტრუქციის სიმძლავრის, ინტაქტურ და დაზიანების მიმართ მდგრადობასთან დაკავშირებით არსებულ მოთხოვნებს. უნდა დაკმაყოფილდეს ცხვირის სიმაღლესთან დაკავშირებით არსებული მინიმალური კრიტერიუმები.

6. აღიარებული ორგანიზაციის ან დანიშნული/აღიარებული შემმოწმებელი (სურვეიერი) რეკომენდაციის საფუძველზე, სააგენტოს შეუძლია მიიღოს ის იახტები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებს ცხვირთან დაკავშირებულ მინიმალურ კრიტერიუმებს, ალტერნატიული/ეკვივალენტური სქემის და/ან საექსპლუატაციო შეზღუდვების გათვალისწინებით.

7. სატვირთო მარკის მიმნიჭებელმა დანიშნულმა შემმოწმებელმა/აღიარებულმა (სურვეიერმა) ან აღიარებულმა ორგანიზაციამ უნდა მიაწოდოს მფლობელებს/მენეჯერებს/კაპიტანს სატვირთო მარკის მინიჭების შესახებ ანგარიში. სატვირთო მარკის მინიჭების შესახებ ანგარიშის ასლი უნდა ინახებოდეს იახტაზე.

8. დაუშვებელია იახტის ექსპლუატაცია ისეთ პირობებში, რომლებიც გამოიწვევს წყალზედა ბორტის მარკირების ჩაშვებას მშვიდ წყალში იახტის დაბმა-დამაგრებისას.

9. წყალშიგის საბაზისო საცნობარო ნიშნები წარმოდგენილი უნდა იყოს ცხვირსა და კიჩოზე კორპუსის ორივე მხარეს. აღნიშნული შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს უწყვეტად მონიშნული ხაზების სახით, რაც საკმარისი იქნება იახტის დაბმა-დამაგრების განსაზღვრისთვის. ნიშნები უნდა იყოს მუდმივი, ადვილად წაკითხვადი და უნდა განთავსდეს ყველაზე ღრმა დატვირთვის წყალხაზის ზემოთ, თუმცა 1000 მმ-ს ფარგლებში. აღნიშნული წყალშიგის საბაზისო ნიშნები ასევე მითითებული უნდა იყოს, წყალზედა ბორტის ნიშანთან ერთად, იახტის მდგრადობის შესახებ საინფორმაციო ბუკლეტში შესაყვან დიაგრამაზე.

10. მიუხედავად ზემოაღნიშნული გამოთვლების შედეგად მიღებული წყალზედა ბორტის სიმაღლისა, წყალზედა ბორტის პოზიციას უპირობოდ განსაზღვრავს:

ა) სიმაღლე ღრმა წყალხაზსა და ბორტის ილუმინატორის/ფანჯრების ყველაზე დაბალ კიდეს შორის. აღნიშნული სიმაღლე არ უნდა იყოს 500 მმ-ზე ნაკლები; და/ან

ბ) სიმაღლე ძრავის გამწოვის ზედა ნაწილსა და ღრმა წყალხაზს შორის არ უნდა იყოს 1000 მმ-ზე ნაკლები იმ იახტებზე, რომლებზეც არაა დამონტაჟებული კორპუსის გამწოვი სარქველ