1. იახტების ბორტზე, ღია გემბანის დაბლა არსებული ფანჯრები უნდა იყოს დახშული ტიპის და დამტკიცებული აღიარებული ორგანიზაციის ან დანიშნული/აღიარებული შემმოწმებლის (სურვეიერის) მიერ. მათთვის დამახასიათებელი უნდა იყოს საკმარისი მდგრადობა, მათი განსაკუთრებული პროექტისა და გამოყენების გათვალისწინებით, უნდა იყოს ჯეროვნად კარკასული/წებონაკერი და დამაგრებული, ხოლო მათი მინა უნდა იყოს გამკვრივებული არმირებული მინის ტიპის.

2. ფანჯრების ქვედა კიდე უნდა შეადგენდეს მინიმუმ 500 მმ-ს ან იახტის სიგანის 2.5%-ს (ამ ორი მაჩვენებლიდან რომელიც უფრო მეტი იქნება ღრმა წყალხაზის ზემოთ).

3. ბორტზე წარმოდგენილი უნდა იყოს პორტატული დარაბები ღია გემბანის დაბლა არსებული ყველა ფანჯრისთვის. ამგვარი დარაბები უნდა იყოს სათანადოდ სიმძლავრის შტორმის პირობებში გამოსაყენებლად.

4. ღია გემბანის ზემოთ, კორპუსზე ან დაშენებაზე არსებული ფანჯრები უნდა იყოს მდგრადი და ეფექტურად დამაგრებული. მინა უნდა იყოს გამკვრივებული არმირებული მინის ტიპის.

5. ღია გემბანის დაბლა ფანჯრების დაყენება შეძლებისდაგვარად თავიდან უნდა იყოს აცილებული. ამ პოზიციაზე ფანჯრების დამონტაჟების საჭიროების შემთხვევაში, ისინი მაქსიმალურად მცირე ზომის უნდა იყოს. დაუშვებელია ფანჯრების დაყენება ¼ ცხვირის სიგრძეზე ან რაიმე სახით სამანქანე განყოფილებებში. აღნიშნულ ადგილებში ფანჯრების დაყენების საჭიროების შემთხვევაში, ბორტზე წარმოდგენილი უნდა იყოს საექსპლუატაციო ინსტრუქციები, რომლებიც უზრუნველყოფს მკაფიო ინსტრუქტაჟს ეკიპაჟის მიმართ დარაბების დამონტაჟების დროისა და მეთოდების შესახებ.

6. სანავიგაციო პოზიციისთვის გამოიყენება მხოლოდ გამჭვირვალე შუშა. დაბურული ფირის გამოყენება არ შეიძლებ