1. ყველა იახტა აღჭურვილი უნდა იყოს დამტკიცებული ტიპის საჭით მართვის მთავარი და ავარიული სისტემებით.

2. არსებული იახტების შემთხვევაში და აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ საჭით მართვის საშუალებების კონსტრუირება არ მოხდება კლასის წესების შესაბამისად, სააგენტოს შეუძლია მხედველობაში მიიღოს არსებული საშუალებები და იახტის ექსპლუატაციის ისტორია უსაფრთხოებაზე ყურადღების გამახვილებით. აღნიშნულ შემთხვევებში საზღვაო ცდებით შემოწმება განხორციელდება არსებული საჭით მართვის სისტემის ეფექტურობის დასადასტურებლა