1. დაშენებებზე არსებული კარი, რომელიც გადის ღია გემბანის ქვეშ არსებულ სივრცეებში, უნდა იყოს წყალგაუმტარი. ყოველი კარის ზღურბლის სიმაღლე უნდა იყოს შემდეგი სახის:
ა) ¼ ცხვირის სიგრძეზე განთავსებული და ზღვაზე გამოყენებული კარი: 600 მმ – შეუზღუდავი მომსახურებისთვის და 300 მმ – მოკლე მანძილზე მომსახურებისთვის;
ბ) წინ მიმართული კარი, განთავსებული ¼ ცხვირის სიგრძის კიჩოზე: 300 მმ შეუზღუდავი – მომსახურებისთვის და 150 მმ – მოკლე მანძილზე მომსახურებისთვის;
გ) ყველა კარი, გარდა ზემოაღნიშნულისა და ღია გემბანის ზემოთ პირველ გემბანზე არსებული კარისა: 150 მმ – შეუზღუდავი მომსახურებისთვის და 75 მმ – მოკლე მანძილზე მომსახურებისთვის.
2. ღია გემბანიდან პირდაპირ სამანქანე განყოფილებაში გამავალი კარი დაყენებული უნდა იყოს კიჩოზე, ცხვირიდან ¼ სიგრძეზე. აღნიშნული კარი აღჭურვილი უნდა იყოს შემდეგი სიმაღლის ზღურბლით:
ა) შეუზღუდავი ნაოსნობისთვის: 600 მმ – პირველ პოზიციაზე და 380 მმ – მეორე პოზიციაზე;
ბ) მოკლე მანძილზე ნაოსნობისთვის: 450 მმ – პირველ პოზიციაზე და 200 მმ – მეორე პოზიციაზ