1. ყოველ იახტაზე წარმოდგენილი უნდა იყოს ლიალური წყლების ეფექტური სატუმბი სისტემა. ის უნდა შედგებოდეს მინიმუმ შემდეგისგან:
ა) ერთი ძრავის ამძრავი ტუმბო;
ბ) ერთი დამოუკიდებელი, ტრიუმის წყლების ძალური ტუმბო;
გ) ერთი ხელის ტუმბო.
2. ლიალური წყლების მილები უნდა დამზადდეს ლითონისგან. შემწოვი მილები ისე უნდა განლაგდეს, რომ შესაძლებელი იყოს ნებისმიერი ნაკვეთურის ამოტუმბვა გამოშრობის მიზნით, როდესაც იახტა გადახრილი იქნება 100 კუთხით. ტრიუმის მთავარი მილსადენის დიამეტრი უნდა გამოითვალოს შემდეგნაირად:
d = 25 + 1.68 √ L(B+D)
d = ტრიუმის მთავარი მილსადენის დიამეტრი მილიმეტრებში
L = იახტის სიგრძე მეტრებში
B = იახტის სიგანე მეტრებში
D = იახტის ბორტის თეორიული სიმაღლე მეტრებში
3. ლიალური წყლების მილები აღჭურვილი უნდა იყოს ბადე-ფილტრით.
4. ყოველ ნაკვეთურზე წარმოდგენილი უნდა იყოს ლიალირ წყლებთან დაკავშირებით სიგნალიზაცია. სიგნალიზაციას უნდა ჰქონდეს ხმოვანი განგაშის ფუნქცია საკონტროლო პოზიციაზე და ეკიპაჟისთვის განკუთვნილ სივრცეებში და უნდა იყოს მიმართვადი ხასიათის.
5. ხელით მართვადი ტუმბო უნდა განთავსდეს კაბინაში ან ღია გემბანზე და მას უნდა ჰქონდეს ყველა ნაკვეთურიდან გაწოვის ფუნქცი