1. ავტომატური წყალგამშხეფი (სპრინკლერის)/ნისლის გამფრქვევი სისტემები, IMO-ს სახანძრო უსაფრთხოების სისტემების შესახებ კოდექსისა და მისი შემდგომი რედაქციების თანახმად, უნდა დამონტაჟდეს ყველა იახტაზე, რომლებზეც შეუძლებელი იქნება აალებადი მასალების შეზღუდული გამოყენება. აღნიშნული ცეცხლმაქრი სისტემების დამონტაჟება მხედველობაში იქნება მიღებული მას შემდეგ, რაც სააგენტოს შესთავაზებენ ალტერნატიულ/ეკვივალენტურ მოწყობილობებს დასამტკიცებლად.

2. რეკომენდებულია, დამონტაჟდეს ავტომატური სტაციონარული ცეცხლმაქრი სისტემები ნაოსნობის შეუზღუდავი რაიონის მქონე იახტებსა და 500 საერთო ტევადობის და მეტი (GT) იახტებზ