1. საწარმოო სათავსში, სადაც მუდმივად იმყოფებიან ადამიანები, მასში ჰაერის გაჭუჭყიანების ხარისხის მიუხედავად, უნდა მოეწყოს ხელოვნური ვენტილაცია. საამქროების, საწყობების და ფაბრიკის სხვა სათავსების ვენტილაცია უნდა განხორციელდეს პროექტის შესაბამისად.
2. ახლად დამონტაჟებული და რეკონსტრუირებული სავენტილაციო დანადგარები ექსპლუატაციაში მიღებულ უნდა იქნეს საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დანიშნული კომისიის მიერ. აკრძალულია სავენტილაციო დანადგარის ექსპლუატაციაში მიღება, თუ იგი დაუმთავრებელია და მისი მუშაობა არაეფექტურია.
3. სავენტილაციო დანადგარის ექსპლუატაციის და მოვლის წესი ფაბრიკის თითოეულ ქვედანაყოფში განსაზღვრული უნდა იყოს ფაბრიკის ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული სპეციალური ინსტრუქციით.
4. ყველა ძირითადი მომდენ-გამწოვი სავენტილაციო და ასპირაციული დანადგარი ფაბრიკის სამუშაო საათებში უწყვეტად უნდა მუშაობდეს. მათი გაჩერება დასაშვებია მხოლოდ მცირე დროით ფაბრიკის უფროსის ნებართვით. ვენტილაციის სისტემის უწესივრობისას ტექნოლოგიური მოწყობილობის ექსპლუატაცია, რომლის მუშაობისას გამოიყოფა მტვერი და აირი, აკრძალულია.
5. აკრძალულია ჰაერსატარის, შესაფარის, საცივარის სატენიანებლის და ა.შ. შიგნით შესვლა მათ სრულ გაჩერებამდე, დანადგარის შიგა ნაწილების განიავებამდე, შესაბამისი მოწყობილობის ელექტროქსელიდან გამორთვამდე და დაშვების გაფორმებამდე.
6. ჰაერის სინჯების პერიოდული აღება მასში მტვრის შედგენილობის განსაზღვრის მიზნით, აგრეთვე, სამუშაო ადგილებზე ჰაერის ტემპერატურის, ტენიანობის და ძვრადობის შემოწმება უნდა მოხდეს, სულ ცოტა, ერთხელ კვარტალში, აგრეთვე ტექნოლოგიური რეჟიმის შეცვლისას და სავენტილაციო და ასპირაციული დანადგარების რეკონსტრუქციისა და კაპიტალური რემონტის შემდეგ. ჰაერის სინჯების აღების ადგილები განისაზღვრება ფაბრიკის ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული გეგმის შესაბამისად.
საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფ