მუხლი 73. 1000 ვოლტზე მეტი ძაბვის ელექტროდანადგარების დათვალიერება
თავი XXIII — 1000 ვოლტზე მეტი ძაბვის ელექტროტექნიკური დანადგარები
1. 1000 ვ-ზე მეტი ძაბვის ელექტროდანადგარების ერთი პირის მიერ დათვალიერებისას აკრძალულია რაიმე სამუშაოს ჩატარება, აგრეთვე, შესვლა შემოღობვის იქით, მანაწილებელი მოწყობილობის კამერებში და ზეთის ამომრთველების აფეთქების კამერებში. მოწყობილობის, აპარატურის და სალტეების დათვალიერება უნდა მოხდეს კამერის ზღურბლიდან ან ბარიერის წინ დგომით.
2. ელექტროდანადგარის რომელიმე დენგამტარი ნაწილის მიწასთან შერთვის აღმოჩენისას აკრძალულია გამორთვამდე ასეთი დაზიანების ადგილთან მიახლოება დახურულ მანაწილებელ მოწყობილობაში 4-5 მ-ზე ნაკლებ, ხოლო ღია ქვესადგურებში – 8-10 მ-ზე ნაკლებ მანძილზე. უფრო ახლო მანძილზე მიახლოება დასაშვებია მხოლოდ საკომუტაციო აპარატურით ოპერაციების შესასრულებლად, რომელიც მიწასთან შერთვის ლიკვიდაციის საშუალებას იძლევა, აგრეთვე, დაზარალებულებისთვის აუცილებელი დახმარების აღმოჩენისას. ამ შემთხვევაში აუცილებელია თავის დაცვა ბიჯური ძაბვის მოქმედებისგან და ამ მიზნით დიელექტრიკული ბოტების, ხალიჩების ან მიწისგან მაიზოლირებელი სხვა საიმედო საშუალებების გამოყენება. ყველა ოპერაცია უნდა ჩატარდეს დიელექტრიკული ხელთათმანებით ან საიზოლაციო შტანგის დახმარები
საქართველოს მინისტრის ბრძანება „მადნეული და არამადნეული სასარგებლო წიაღისეულის სამსხვრევ-სახარისხებელი, მამდიდრებელი, სააგლომერაციო და მომგუნდავებელი ფაბრიკების უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 73, №1-1/609, 17.04.2007, სარეგისტრაციო კოდი 380.090.000.22.024.010.221 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/70210/muxli-73/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია