1. 1000 ვ-ზე მეტი ძაბვის ელექტროდანადგარებში დროებით შემოღობვაზე უნდა გამოიკიდოს მაფრთხილებელი პლაკატი: „დადექ! მაღალი ძაბვაა“.
2. სამუშაოს მწარმოებელი (დამკვირვებელი) ზედამხედველობის განსახორციელებლად მუდმივად უნდა იმყოფებოდეს სამუშაო ადგილზე. 1000 ვ-ზე მეტი ძაბვის დანადგარების სათავსში ან ღია ქვესადგურზე სარემონტო ბრიგადის შემადგენლობის ერთი პირის, მათ შორის, სამუშაოს მწარმოებლის (დამკვირვებლის) დარჩენა აკრძალულია. დროებით წასვლის აუცილებლობის შემთხვევაში სამუშაოს მწარმოებელი (დამკვირვებელი), თუ მისი შეცვლა ამ დროის განმავლობაში არ შეუძლია პასუხისმგებელ ხელმძღვანელს, ვალდებულია თავისი არყოფნის პერიოდში გამოიყვანოს ბრიგადა სათავსიდან და დაკეტოს კარი.
3. დასაშვებია ბრიგადის ერთი ან რამდენიმე წევრის ხანმოკლე წასვლა. ამ შემთხვევაში სამუშაოს მწარმოებელმა (დამკვირვებელმა) უნდა ჩაატაროს აუცილებელი ინსტრუქტაჟი. წასულთა დაბრუნებამდე სამუშაოს მწარმოებელს (დამკვირვებელს) არ აქვს სამუშაო ადგილიდან წასვლის უფლება.
4. სამუშაო დღის განმვალობაში სამუშაოების შეწყვეტისას (სადილზე ან სამუშაოს წარმოების პირობების გამო) ბრიგადა გაყვანილი უნდა იქნეს ელექტრომოწყობილობის სათავსიდან ან ღია ქვესადგურიდან. პლაკატები, შემოღობვა და ჩამიწება რჩება ადგილზე. არც ერთ მომუშავეს არ აქვს უფლება შესვენების შემდეგ შევიდეს 1000 ვ-ზე მეტი ძაბვის დანადგარის სათავსში ან ღია ქვესადგურში, თუ იქ არ იმყოფება სამუშაოს მწარმოებელი ან დამკვირვებელი. ოპერატიულ პერსონალს ასეთი შესვენების შემდეგ ბრიგადის დაშვების უფლება არ აქვს. სამუშაოს მწარმოებელი (დამკვირვებელი) თვითონ მიუთითებს ბრიგადას სამუშაო ადგილს.
5. სამუშაოს მთლიანი დამთავრების შემდეგ სამუშაო ადგილი უნდა დაალაგოს მომუშავე ბრიგადამ და დაათვალიეროს სამუშაოს პასუხისმგებელმა ხელმძღვანელმა.
6. სამუშაოს წარმოება კიბიდან ნებადართულია იმ შემთხვევაში, თუ ის შეესაბამება 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, უკავია მუშას და ისეა დაყენებული, რომ გაუთიშავ დენგამტარ ნაწილებთან მომუშავის შეხების ან სახიფათო მიახლოების შესაძლებლობა კიბის შემთხვევითი დავარდნის დროსაც კი გამორიცხულია.
7. გადასატან შემოღობვას (უჯრედი ან ფარი) უნდა ჰქონდეს კონსტრუქცია, რომელიც გამორიცხავს მომუშავეების შემთხვევით ან შეცდომით შეხებას ძაბვის ქვეშ დარჩენილ დენგამტარ ნაწილებთან და თვით შემოღობვით დენგამტარი ნაწილების გადაფარვას. გათვალისწინებული უნდა იყოს შემოღობვის უსაფრთხო დაყენების შესაძლებლობა და მდგრადობა.
სპეციალური ელექტროტექნიკური დანადგარე