1. სამაღლებელ-გამმართველი აგრეგატებისა და 1000 ვ-ზე მეტი ძაბვის ქვეშ მყოფი ნაწილების განლაგების სხვა ადგილების გასაღებებით სარგებლობა შეუძლია, სულ მცირე, ორ პირს, რომელთაც აქვთ საკვალიფიკაციო ჯგუფი.

2. ერთ მორიგეს არა აქვს უფლება მარტომ შეასრულოს რაიმე სამუშაო, თუ იგი გათვალისწინებული არ არის ელექტროფილტრის მომსახურების ადგილობრივი ინსტრუქციით.

3. ელექტრომაგნიტისა და გამართული ძაბვის ხაზის ჩართვა-გამორთვის ოპერაციები, აგრეთვე, სათადარიგო აგრეგატზე გადართვა შეიძლება შეასრულოს ოპერატიული პერსონალის ერთმა პირმა.

4. აირსაწმენდი დანადგარის მორიგე შეიძლება ჩართულ იქნეს წევრად (მეორე პირად) ბრიგადაში.

5. ელექტროფილტრის ან მისი სექციების შიგა დათვალიერება და რემონტი შეიძლება შესრულდეს მხოლოდ ელექტროფილტრის ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი პირის უშუალო მეთვალყურეობით ან მონაწილეობით.

6. ელექტროფილტრის ან მისი სექციების შიგა დათვალიერება დასაშვებია მხოლოდ იმ პირობით, რომ შეწყვეტილი იქნება გაზის მიწოდება ორივე მხრიდან მჭიდრო და წესივრული შიბერებით ან სახშობებით, მოიხსნება ძაბვა, ჩამიწდება მაკონტროლებელი სისტემა და განიავდება კორპუსი გაზის ნარჩენების სრულ მოცილებამდე.

7. ელექტროფილტრის შიგა დათვალიერებისათვის, თუ მასში გადიოდა ტოქსიკური აირები ან აფეთქებასაფრთხიანი ნარევები, წინა პუნქტის ყველა მოთხოვნის შესრულების გარდა, უნდა გაკეთდეს ანალიზი ელექტროფილტრში ტოქსიკური აირის არარსებობაზე.

8. მტვერსაჭერი ელექტროფილტრის ზედა ნაწილში მუშაობისას უნდა გაიხსნას მხოლოდ ზედა ლიუკი. ქვედა ნაწილში მუშაობის დაწყებამდე ელექტროდები უნდა შეინჯღრეს და ბუნკერი მთლიანად გათავისუფლდეს მტვრისაგა