1. ფაბრიკებს უნდა გააჩნდეთ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმები.

2. მამდიდრებელი ფაბრიკების, საამქროების, საწვავი და ადვილაალებადი ნივთიერებების საწყობების მშენებლობა და აღჭურვა უნდა განხორციელდეს ხანძრის საშიშროების კატეგორიის შესაბამისად მოქმედი დებულებებისა და სამშენებლო ნორმებისა და წესების კლასიფიკაციის თანახმად.

3. საწვავ-საზეთი და საწმენდი მასალები სამუშაო ადგილებზე უნდა ინახებოდეს დახურულ ლითონის ჭურჭლებში არა უმეტეს სადღეღამისო მოხმარების რაოდენობით მასალის თითოეული სახეობისათვის.

4. ადვილაალებადი ნივთიერებების (ბენზინი, ნავთი და სხვ.) შენახვა სამუშაო ადგილებზე აკრძალულია.

5. ფაბრიკას უნდა ჰქონდეს ლოკალური შეტყობინების სისტემა, რომელიც პირდაპირ კავშირშია საგანგებო სიტუაციებში პასუხისმგებელ სამსახურთან (ორგანოსთან) ადგილმდებარეობის მიხედვით.

6. საწარმოო დანიშნულების გზები უნდა იყოს ვარგისი სახანძრო-სამაშველო ავტომობილების გასავლელად.

7. თუ საწარმოო პირობების გამო შენობასთან მისასვლელების მოწყობა არაა საჭირო, მაშინ სახანძრო ავტომობილების მისვლა უზრუნველყოფილი უნდა იყოს შენობის მთელი სიგრძის გასწვრივ, სულ ცოტა, 2 მხრიდან 6 მ სიგანის მოსწორებული ტერიტორიით.

8. მანძილი სავალი ნაწილის ან თავისუფალი მოსწორებული ტერიტორიის კიდიდან შენობის კედლებამდე არ უნდა აღემატებოდეს 25 მ-ს სახანძრო ავტომობილების გასავლელად მოსწორებული ტერიტორიები უნდა იყოს გაწმენდილი, არ უნდა იყოს გადატვირთული გარეშე ნივთებით, უნდა ჰქონდეს ზედაპირული წყალსარინი, ხოლო თიხოვანი და მტვრისებრი გრუნტის შემთხვევაში უნდა დაითესოს ბალახი ან დაიყაროს წიდ