1. საწარმოს უნდა გააჩნდეს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უნდა უზრუნველყოფდეს საგანგებო სიტუაციებში მზადყოფნის მიზნით უსაფრთხოების დეკლარაციის წარმოებას.
2. საწარმოს შემუშავებული უნდა ჰქონდეს სახანძრო უსაფრთხოების სპეციალური წესები, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 27 მარტის №449 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოში მოქმედი «სახანძრო უსაფრთხოების წესების“ მოთხოვნების შესაბამისად.
3. თითოეული აფეთქებასაფრთხიანი და ხანძარსაშიში უბნისათვის აგრეთვე შემუშავებული უნდა იქნეს ინსტრუქცია სახანძრო უსაფრთხოების ზომების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 27 მარტის №449 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესების“ მოთხოვნების შესაბამისად.
4. საწარმოში ხელმძღვანელის ბრძანებით დადგენილი უნდა იქნეს ხანძარსაშიშროების შესაბამისი ხანძარსაწინაღო რეჟიმი „საქართველოში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესების“ მოთხოვნების შესაბამისად და დაინიშნოს სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი.
5. მუშა-მოსამსახურეებმა მუშაობის დაწყების წინ უნდა გაიარონ ხანძარსაწინაღო ინსტრუქტაჟი.
6. ყველა საწარმოო და დამხმარე სათავსი, დანადგარი, ნაგებობა და საწყობი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხანძრის ქრობის პირველადი საშუალებებით და სახანძრო ინვენტარით. ამ საშუალებების რაოდენობა და მათი შემცველობა უნდა შეესაბამებოდეს „საქართველოში მოქმედ სახანძრო უსაფრთხოების წესებს“.
7. ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებების ადგილმდებარეობა, რაოდენობა და შენახვის წესი უნდა განისაზღვროს „საქართველოში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესების“ მე-3 დანართის შესაბამისად და შეთანხმდეს საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებული ამოცანების გადასაწყვეტად სპეციალურად უფლებამოსილ ორგანოსთან.
8. საწარმოს მოედნებზე (ბაქნებზე) უნდა მოეწყოს საწარმოო ან სამეურნეოსასმელ წყალსადენთან გაერთიანებული ხანძარსაწინაღო წყალსადენი. სახანძრო ჰიდრანტები უნდა განლაგდეს გზების და გადასასვლელების გასწვრივ ერთმანეთისგან არაუმეტეს 150 მ მანძილზე, შენობების კედლებიდან, სულ ცოტა, 5 მ-ის დაშორებით და გზაჯვარედინებთან ახლოს – სავალი ნაწილის პირიდან არა უმეტეს 2 მ-ისა.
9. საწარმოო დანიშნულების გზები უნდა იყოს ვარგისი სახანძრო-სამაშველო ავტომობილების გასავლელად.
10. თუ საწარმოო პირობების გამო შენობასთან მისასვლელების მოწყობა არაა საჭირო, მაშინ სახანძრო ავტომობილების მისვლა უზრუნველყოფილი უნდა იყოს შენობის მთელი სიგრძის გასწვრივ, სულ ცოტა, 2 მხრიდან 6 მ სიგანის მოსწორებული ტერიტორიით.
11. მანძილი სავალი ნაწილის ან თავისუფალი მოსწორებული ტერიტორიის კიდიდან შენობის კედლებამდე არ უნდა აღემატებოდეს 25 მ-ს. სახანძრო ავტომობილების გასავლელად მოსწორებული ტერიტორიები უნდა იყოს გაწმენდილი, არ უნდა იყოს გადატვირთული გარეშე ნივთებით, უნდა ჰქონდეს ზედაპირული წყალსარინი, ხოლო თიხოვანი და მტვრისებრი გრუნტის შემთხვევაში უნდა დაითესოს ბალახი ან დაიყაროს წიდა.
12. შენობების კონსტრუქციულ ელემენტებს, სადაც იწარმოება აფეთქებახანძარსაფრთხიანი ფხვნილოვანი მასალები, არ უნდა ჰქონდეს ისეთი ზედაპირები, რომელზეც შეიძლება დაგროვდეს მტვერი. ამ შენობების კედლები და სხვა ძნელად მისადგომი ადგილები (ჰაერსატარები, ლითონკონსტრუქციები) ისე უნდა იყოს მოპირკეთებული, რომ შეიძლებოდეს მათი მტვრისაგან გაწმენდა.
13. საწარმოო და საწყობის სათავსებისათვის განსაზღვრული უნდა იყოს აფეთქებახანძარსაშიშროების და ხანძარსაშიშროების კატეგორიები, ზონის კლასი და აღინიშნოს სათავსების კარებზე, ხოლო მაღალი ხანძარსაშიშროების მოწყობილობასთან უნდა გამოიკრას უსაფრთხოების ნიშნები.
14. საწარმოს ტექნოლოგიური მოწყობისას, მასალების გადატვირთვაშენახვისას, ტრანსპორტირებისას, ფეროშენადნობთა შეფუთვისა და ჩატვირთვისას, საწყობში მოთავსებისას დაცული უნდა იქნეს „საქართველოში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესების“ მოთხოვნები.
15. ხანძრის შემთხვევაში საწარმოს ხელმძღვანელი ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია სახანძროსამაშველო დანაყოფებს მისვლისთანავე მიაწოდოს ინფორმაცია საწარმოს ტექნოლოგიური თავისებურებების, შენახული და გამოსაყენებელი ნივთიერებების მახასიათებლების, ხანძარსაშიში თვისებებისა და რაოდენობის შესახებ