1. ღუმლების გამწოვი სისტემები (საკვამლე მილები და აირგამწოვი მოწყობილობა) უნდა უზრუნველყოფდეს ლითონისა და წიდის გამოშვებისას ღუმლის საკერძეზე და ქურაზე გამოყოფილი აირების სრულ მოცილებას.
2. ფეროშენადნობთა საამქროებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ღუმლებიდან გამოყოფილი აირების სრული მოცილება მათი მავნე მინარევებისგან შემდგომი გაწმენდით სანიტარიული ნორმებით დადგენილ კონცენტრაციამდე.
3. ღია ელექტროღუმლები აღჭურვილი უნდა იყოს თბოგამოსხივებისა და დნობის პროდუქტების სამუშაო მოედნებზე მოხვედრისგან დამცავი მოწყობილობით.
4. დახურული ელექტროღუმლის ჩამტვირთავი მოწყობილობის კონსტრუქცია უნდა გამორიცხავდეს საკერძიდან გამოსული აირების საამქროს ატმოსფეროში შეღწევას.
5. კაზმის ჩამტვირთავი მანქანის მემანქანის სამუშაო ადგილი უნდა იყოს დაცული თბოგამოსხივებისა და კაზმის შესაძლო ამოტყორცნისაგან.
6. ინდუქციური ღუმლის ელექტრომაგნიტური ველის წარმომქმნელი მოწყობილობა აღჭურვილი უნდა იყოს ეკრანებით ისე, რომ ელექტრომაგნიტური ველის დაძაბულობა, ძაბვა და დასხივების ინტენსიურობა სამუშაო ადგილებში არ აღემატებოდეს სანიტარიული ნორმებით გათვალისწინებულ სიდიდეებს