1. ციცხვების შრობის ადგილები აღჭურვილი უნდა იყოს საასპირაციო მოწყობილობით წვის პროდუქტების მოსაცილებლად და სათბობის ხარჯისა და ციცხვის შრობის ხანგრძლივობის ავტომატური კონტროლის ხელსაწყოებით.
2. თუ ჩამომსხმელი მანქანის გადასაყირავებელი მოწყობილობა განლაგებულია სათავსში, ის უნდა იყოს აღჭურვილი საასპირაციო დანადგარით.
3. კონვეიერული მანქანის გადამყირავებლის ჰიდროამძრავის სისტემაში გამოყენებული უნდა იქნეს უწვადი და არატოქსიკური სითხეები