1. მშენებარე და რეკონსტრუქციაში მყოფ ფეროშენადნობთა საწარმოებში (საამქროებში) სამსხვრეველები, ბურთულებიანი წისქვილები, ცხავები, დოლური შემრევები და სხვა ტექნოლოგიური მოწყობილობა, რომლებიც მტვრის წარმომქმნელი მასალების გადასამუშავებლად გამოიყენება, უნდა იყოს აღჭურვილი მტვერდამჭერებით და ასპირაციის საიმედო სისტემებით. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია მათი მოთავსება მტვერდამჭერ კამერაში.

2. თუ ხმაურის დონე ზღვრულად დასაშვებ სანიტარიულ ნორმაზე მეტია, მტვერდამჭერი კამერები უნდა იყოს ბგერაგაუმტარი.
3. მტვერდამჭერი კამერების კონსტრუქცია უნდა უზრუნველყოფდეს მოწყობილობაზე თვალყურის დევნებას ტექნოლოგიური პროცესების მიმდინარეობის დროს, აგრეთვე, მოწყობილობასთან თავისუფლად მისვლის შესაძლებლობას საშემკეთებლო სამუშაოებისას. კამერებს უნდა ჰქონდეს სამონტაჟო ღიობები, აგრეთვე მონორელსები და სხვა ტექნიკური საშუალებები მოწყობილობისა და მისი ცალკეული ელემენტების შეცვლისათვის, როცა რემონტი ტარდება ამ კამერების დაუშლელად.
4. მოქმედ საწარმოებში მაქსიმალურად უნდა განხორციელდეს 79-ე მუხლის 1-ლ პუნქტში აღნიშნული მოწყობილობის დახურვა და ჰერმეტიზაცია.
5. საწარმოს ყველა კორპუსში და ყველა სართულზე უნდა იყოს სამედიცინო მცირე აფთიაქი მედიკამენტებით და სახვევი მასალებით