1. ჰიდრომეტალურგიული და ელექტროჰიდრომეტალურგიული წარმოებების ჟანგბადსადენების, რეაქტორების, ტუმბოებისა და სხვა მოწყობილობის რემონტი უნდა ხორციელდებოდეს დაცვის ინდივიდუალური საშუალებების გამოყენებით (სათვალე, ხელთათმანები და სხვ.).
2. ჰიდრომეტალურგიული და ელექტროჰიდრომეტალურგიული წარმოებების ტევადობების, აპარატების (რეაქტორები, შემკრებები და სხვ.) შიგა დათვალიერება, გაწმენდა და რემონტი უნდა წარმოებდეს განწესდაშვებით, თანახმად საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციისა