1. გამოსაწვავი ღუმლების გასუფთავებასა და რემონტზე უნდა შედგეს სამუშაოთა ორგანიზაციის პროექტი.
2. სამუშაოები გამოსაწვავი ღუმლების რემონტსა და წმენდაზე უნდა წარმოებდეს განწესდაშვებით.
3. ალიბჭეების, ღუმლებისა და საკვამლე მილების წმენდა უნდა წარმოებდეს ღუმლის სრული გაჩერების შემდეგ, როცა მასში არ იქნება გამოსაწვავი და გასაშრობი მასალები. მუშაობის დაწყებამდე უნდა განიავდეს ღუმლის ყველა უბანი და ჩატარდეს ჰაერის ანალიზი მავნე და საშიში აირების არარსებობაზე. ყველა ფანჯარა, ლიუკი და საძრომი უნდა იყოს ღია.
4. გამოსაწვავი ღუმლის შიგა ნაწილების წმენდის დაწყებამდე საჭიროა დავრწმუნდეთ ამონაგის სიმტკიცეში. გასუფთავება უნდა წარმოებდეს ღუმლის წყობის მთლიანობის დარღვევის გარეშე.
5. ღუმლის შიგნით რემონტის დროს გამოყენებულ უნდა იქნეს არა უმეტეს 12 ვ ძაბვის გადასატანი სანათები.
6. აირსატარების და საკვამლე მილების ზედა ნაწილების გასუფთავებისათვის უნდა მოეწყოს სპეციალური ხიდები, კიბეები, ბილიკები და სხვა სამარჯვები, რომლებიც უზრუნველყოფენ სამუშაოთა უსაფრთხოებას მოცემულ უბნებზე
,,ფეროშენადნობთა წარმოების უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ · რედაქცია 14.09.2012
მუხლი 71. გამოსაწვავი ღუმლების რემონტი და წმენდა
თავი XXIII — ღუმლების რემონტი და წმენდა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 65. შემოღობვები საკაზმე მასალების მომზადებისა და ფეროშენადნობთა ელექტროთერმული წარმოებისას
- მუხლი 66. შემოღობვები ფეროშენადნობთა ჰიდრომეტალურგიული წარმოებისას
- მუხლი 67. შემოღობვები ფეროშენადნობთა ჩამოსხმისას
- მუხლი 68. შემოღობვები ფეროშენადნობთა წარმოების პროდუქტების დაწვრილმანებამსხვრევისას და გრანულაციისას
- მუხლი 69. ზოგადი მოთხოვნები ფხვნილოვან შენადნობებთან და მასალებთან დაკავშირებული საშემკეთებლო სამუშაოების მიმართ
- მუხლი 70. ზოგადი მოთხოვნები საშემკეთებლო სამუშაოების დროს გამოყენებული საშუალებების მიმართ
- მუხლი 72. ფეროშენადნობთა ღუმლების რემონტი
- მუხლი 73. საშემკეთებლო სამუშაოები ლითონთერმულ საამქროებში
- მუხლი 74. საშემკეთებლო სამუშაოები ჰიდრომეტალურგიულ და ელექტროჰიდრომეტალურგიულ წარმოებებში
- მუხლი 75. საშემკეთებლო სამუშაოები საგრანულაციო ავზში
- მუხლი 78. საშემკეთებლო სამუშაოები სამსხმელო ჭურჭლებზე
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,ფეროშენადნობთა წარმოების უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე““, მუხლი 71, №1-1/58, 16.01.2008, სარეგისტრაციო კოდი 300.390.000.22.024.011.432 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/75826/muxli-71/