1. ღუმლების წმენდისა და რემონტისას ადამიანების ღუმლის შიგნით ყოფნა 600C-ზე მეტი ტემპერატურის შემთხვევაში აკრძალულია.

2. თუ ღუმელი ჩართულია, აკრძალულია ღუმლის კარის გაღება, იატაკის წმენდა და ცხობურას თქვეფა.

3. ღუმელთან დაღვრილ მაზუთს დაუყოვნებლივ უნდა დაეყაროს ქვიშა და აიწმინდოს.

4. სახარჯო ავზაკში თხევადი საწვავის ანთებისას აუცილებელია დაუყოვნებლივ იქნეს გამოშვებული თხევადი საწვავი საავარიო ავზში, მიღებულ იქნეს ზომები დამხმარე საშუალებებით ხანძრის ჩასაქრობად და გამოძახებულ იქნეს სახანძრო რაზმი.

5. მუშაობაში მყოფი ღუმლების ფრქვევანების რეგულირება უნდა განხორციელდეს მხოლოდ ფრქვევანას ფანჯარასთან გვერდით დგომით.

6. ღუმლის ამუშავება და გაჩერება უნდა მოხდეს საწარმოს ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული ღუმლების მომსახურების ინსტრუქციის შესაბამისად.

თავი XV

წარმოების პროდუქტების მოსინჯვა და შეფუთ