1. საწყობების მოწყობა და ექსპლუატაცია ხდება საქართველოს მთავრობის №53 დადგენილებით 2006 წლის 10 მარტს დამტკიცებული „საშიში საწარმოო ობიექტების (სადაც სრულდება ღია სამთო სამუშაოები) უსაფრთხოების წესების“ მოთხოვნების შესაბამისად.
2. შტაბელქვეშა გალერეებს, გარდა გათბობისა და წყალმოცილების სისტემებისა, უნდა ჰქონდეს მტვრის ასპირაციული გაწოვის სისტემა.
3. შტაბელსაწყობის საშუალებით ქედისებრი საწყობის ფორმირებისას დაუშვებელია:
ა) ლიანდაგებისა და წყალსაკრები თხრილების ამოვსება;
ბ) სამუშაო ბაქნების, ტრაპებისა და კიბეების გაყინვა.
4. შტაბელსაწყობის მოქმედების რაიონი სიბნელეში განათებული უნდა იყოს.
5. საწყისი ნედლეულისა და მზა პროდუქციის საწყობებში დაუშვებელია საწყობში მოთავსებული მასალის შტაბელის ფერდოებზე დგომა და გადაადგილება.
6. რკინიგზა საწყობში სიბნელეში განათებული უნდა იყოს.
7. საწყობში, სადაც განტვირთვა ექსკავატორით ხდება, ქანისა და კონცენტრატის შტაბელის სიმაღლე განისაზღვრება საქართველოს მთავრობის №53 დადგენილებით 2006 წლის 20 მარტს დამტკიცებული „საშიში საწარმოო ობიექტების (სადაც სრულდება ღია სამთო სამუშაოები) უსაფრთხოების წესების“ მოთხოვნების შესაბამისად.
8. საწყობში მოთავსებული მასალის დაფერდების მაქსიმალური კუთხე ბულდოზერების აღმართზე მუშაობისას არ უნდა აღემატებოდეს 250-ს, ხოლო ქანობზე მუშაობისას (ტვირთით დაშვებისას) – 300-ს. მასალის ჩატვირთვისას ბუნკერთან მისასვლელი გზების ქანობი 60-ს არ უნდა აღემატებოდეს.
9. საქვეითო გზები და გზატკეცილები უნდა იყოს ნატეხი მადნის საწყობის მხრიდან გადაღობილი.
10. საწყობში, რომელიც იტვირთება ლენტური კონვეიერით, თვითმავალი ბუნკერით ან როტორული ექსკავატორით, მასალის ჩასაყრელი ზედა გალერეის ხვრელი უნდა იყოს მოაჯირით გადაღობილი ან დახურული სულ მცირე 200x200 მმ ზომის გისოსი