1. დოლური და დისკური ვაკუუმ-ფილტრების მუშაობისას აკრძალულია სექტორების მოჭიმვა.

2. მფილტრავი აპარატების ექსპლუატაციისას კეკისგან ჩარჩოების და ბრტყელების გასაწმენდად აუცილებელია გამოყენებულ იქნეს სპეციალური ნიჩბები.

3. ფილტრ-პრესის მომჭერი მოწყობილობის მუშაობისას აკრძალულია ჩარჩოს, ფილების და საფილტრავი ხელსახოცების გასწორება.

4. ფილტრ-პრესის დაშლისას აუცილებელია მისი გაქრევა შეკუმშული ჰაერით სითხის მაქსიმალურ მოცილებამდე. დაშლის სამუშაოებს ერთდროულად უნდა ასრულებდეს სულ ცოტა 2 მუშა.

5. გაქრევისას ხსნარის გაშხეფის თავიდან ასაცილებლად ფილტრპრესი უნდა დაიფაროს ქსოვილით.

6. აკრძალულია მომჭიმი მავთულის გაწყვეტის აღმოფხვრა, როდესაც ვაკუუმ-ფილტრის დოლი ჩართულია.

7. ისეთი მფილტრავი აპარატების მუშაობისას, რომლებიც გამოყოფენ მავნეობებს, გამწოვი ვენტილაცია უნდა მუშაობდეს უწყვეტად. ნუტჩ
-ფილტრები უნდა დაიხუროს სახურავებით.

8. დოლურ ფილტრებზე ნალექის ჩამოსარეცხი მოწყობილობის არსებობისას მათ უნდა ჰქონდეთ შემოღობვა მომსახურე პერსონალის შხეფებისაგან დასაცავად.

9. გამოსაწევჩარჩოიანი ფურცლოვანი ფილტრები ნალექის ჩამორეცხვის მოხერხებულობისათვის აღჭურვილი უნდა იყოს სტაციონარული ბაქნებით.

10. ცენტრიფუგები უნდა აღიჭურვოს მოწყობილობით ავტომატური გამორთვისა და სიგნალების (ხმოვანი და შუქური) მისაცემად გადატვირთვისას და არასტაბილური კვებისას.

11. მუშაობის პროცესში ცენტრიფუგის სახურავის გახსნის თავიდან ასაცილებლად ის ბლოკირებული უნდა იყოს ძრავასთან.

12. პერიოდული მოქმედების ცენტრიფუგებზე მუშაობისას საჭიროა წინასწარ ხელით დატრიალდეს კალათი. ამასთან, აკრძალულია:

ა) ცენტრიფუგის ამუშავება კალათების არათანაბარი დატვირთვისას;

ბ) სახურავის გახსნა ცენტრიფუგის მუშაობისას;

გ) პასტის ხელით განტვირთვა.

13. დაუშვებელია ცენტრიფუგის მუშაობა ვიბრაციის და დოლის ქანაობის შემთხვევაში. დოლის ვიბრაციის გაჩენისას ცენტრიფუგა უნდა იქნეს გაჩერებულ