1. აპარატების ექსპლუატაცია საზომ-საკონტროლო ხელსაწყოებისა და მცველი მოწყობილობის გარეშე აკრძალულია.
2. ავტოკლავზე სამუშაოდ დაიშვებიან მხოლოდ ის მუშები, რომლებსაც აქვთ მაღალი ძაბვის აპარატების მომსახურების შესაბამისი უფლება.
3. ავტოკლავის ხელით ჩატვირთვა და განტვირთვა უნდა მოხდეს, სულ ცოტა, ორი მუშის მიერ.
4. თუ რეაქტორიდან მუშა-ნარევის გამოტყორცნის შედეგად ჰაერში მავნე აირების კონცენტრაცია ნორმაზე მეტია, აუცილებელია აირწინაღების გაკეთება, შემრევი და მკვებავი მოწყობილობის გამორთვა, სათავსიდან ხალხის სასწრაფოდ გამოყვანა. მუშაობის განახლება დასაშვებია მხოლოდ ჰაერში აირების კონცენტრაციის სანიტარიულ ნორმამდე შემცირების შემდეგ.
5. რეაქტორის დათვალიერების, გაწმენდისა და რემონტის წინ აუცილებელია რეაქტორი განთავისუფლდეს ხსნარისაგან, გადაიკეტოს გაზსადენი და სხვა მილსადენები და გამოძახებულ იქნეს მორიგე ელექტრიკოსი, რომელიც გამორთავს შემრევის ამძრავს, ჩამოკიდებს პლაკატს: „არ ჩართოთ – მუშაობენ ადამიანები“ და გაანიავებს რეაქტორს.
6. რეაქტორის შიგნით გასანათებლად დასაშვებია მხოლოდ 12 ვ ძაბვის გადასატანი ნათურებით სარგებლობა.
7. რეაქტორის ან გამომტუტავი აპარატის შიგა სამუშაოებს ასრულებს, სულ მცირე, ორი მუშა, რომელთაგან ერთი იმყოფება დანადგარის ახლოს, საჭიროების შემთხვევაში დახმარების დაუყოვნებლივ აღმოსაჩენად.
8. გამომტუტავ აპარატში ნედლეულისა და რეაგენტების ჩატვირთვისას მიღებულ უნდა იქნეს ზომები მომუშავეებზე ხსნარის შხეფების მოხვედრის საწინააღმდეგოდ. რეაქტორში ჩასატვირთი მყარი ნივთიერებები წინასწარ უნდა დაწვრილმანდეს საჭირო სისხომდე. ნაჭრების დამტვრევა გამომტუტავი აპარატის ლიუკის ხახაზე აკრძალულია.
9. პულპის შეთბობა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როცა გამომტუტავი აპარატი დახურულია.
10. ავტოკლავის მუშაობის დროს აკრძალულია კოლექტორსა და ავტოკლავზე ვენტილების გახსნა მქნევარაზე დარტყმებით.
11. მილტუჩა შეერთებებში ან საჩობლო შემჭიდროებებში ჟონვის აღმოჩენისას აუცილებელია დაუყოვნებლივ დაიკეტოს კოლექტორში ორთქლის მიმწოდებელი ვენტილი და ავტოკლავში წნევა შემცირდეს ატმოსფერულამდე.
12. ავტოკლავზე, კოლექტორზე ან ორთქლის სავარცხელზე ავარიის შემთხვევაში აუცილებელია გადაიკეტოს მაღალი წნევის ორთქლი სავარცხელზე, გამოირთოს ავტოკლავის ამძრავი და ავტოკლავში წნევა შემცირდეს ატმოსფერულამდე.
13. ავტოკლავის გახსნის ან ავტოკლავსა და კოლექტორზე სარემონტო სამუშაოების დაწყების წინ აუცილებელია წნევის შემცირება ატმოსფერულამდე. მუშების დაშვება სამუშაოდ ავტოკლავის შიგნით შეიძლება მხოლოდ ავტოკლავის წყლით გამორეცხვის, აირების მოსაცილებლად ორთქლით გაქრევისა და მისი 400-მდე გაცივების შემდეგ. ავტოკლავი გამორთული უნდა იყოს საიმედო სახშობებით ყველა კომუნიკაციიდან.
14. ავტოკლავი, რომლის განტვირთვისთვის აუცილებელია სახურავის გახსნა, აღჭურვილი უნდა იყოს ბლოკირებით, რომელიც გამორიცხავს სახურავის გახსნის შესაძლებლობას ავტოკლავში წნევის არსებობისას და ავტოკლავის ჩართვას წნევის ქვეშ, თუ სახურავი სრულად არაა დაკეტილი. აკრძალულია ავტოკლავზე მუშაობა, თუ ბლოკირება არაა წესრიგში.
15. ავტოკლავის პულპის სინჯების ასაღებად უნდა გამოიყენებოდეს სინჯასაღები, რომელიც გამორიცხავს გადახურებული სითხის გამოხეთქვას.
16. ავტოკლავების გაბარიტებს შორის დაშორება ხაზში არ უნდა იყოს 1 მ-ზე ნაკლები. ავტოკლავების დანადგარების ზედა სამუშაო ბაქნები აღჭურვილი უნდა იყოს საჰაერო შხაპებით.
17. ავტოკლავის შედუღების ნაკერებს მათი დათვალიერების მოხერხებულობის მიზნით უნდა ჰქონდეს მოსახსნელი იზოლაცია. ავტოკლავების სათავსში მოწყობილი უნდა იყოს ბაქნები, რომლებიც ნაკერების დათვალიერების საშუალებას იძლევა.
18. ავტოკლავი აღჭურვილი უნდა იყოს საზომ-საკონტროლო აპარატურით და უსაფრთხოების ხელსაწყოებით.
შესქელება და გაუწყლოე