1. ვერცხლიწყლის ორთქლის ჰაერის დინებით გადატანის თავიდან ასაცილებლად საამალგამაციო განყოფილება იზოლირებული უნდა იყოს ფაბრიკის სხვა სათავსებიდან თვითკეტვად კარებიანი ტამბურების მოწყობითა და საამალგამაციო განყოფილებაში ჰაერის შემცირებული წნევის შექმნით.
2. ამალგამის დასამუშავებლად აუცილებელია მოეწყოს ცალკე სათავსი საამალგამაციო განყოფილების ფარგლებში. ამალგამის დამუშავება მეტალურგიული განყოფილების სათავსში დაუშვებელია.
3. ვერცხლისწყალთან და ამალგამის დამუშავებასთან დაკავშირებული ოპერაციები მაქსიმალურად უნდა იყოს მექანიზებული და ავტომატიზებული. მომსახურე პერსონალი უნდა მუშაობდეს მხოლოდ რეზინის ხელთათმანებით. ჭარბი ვერცხლისწყლის ხელით გამოწნეხა ამალგამიდან დაუშვებელია.
4. რბიას ჯამის ბორტები უნდა იყოს რბიაზე 15 – 20 სმ-ით მაღალი.
5. აკრძალულია გარეშე საგნების (ნაფოტი და სხვ.) დაჭერა რბიას ჯამიდან რბიას მოძრაობის დროს.
6. საამალგამაციო მოწყობილობა (რბიას ჯამები, კასრები და სხვ.) სისტემატურად უნდა შემოწმდეს ჟონვაზე. გაჟონვის მქონე მოწყობილობის მუშაობა დაუშვებელია.
7. ვერცხლისწყლის (ამალგამას) შესაძლო დაგროვების ადგილები პერიოდულად უნდა დათვალიერდეს და გულმოდგინედ გაიწმინდოს.
8. ამალგამის დაორთქვლა უნდა ხდებოდეს დისტილაციით (გამოხდით) რეტორტულ ღუმელში, რომელიც მოთავსებულია ვაკუუმიან შესაფარში, მომდენ
-გამწოვი და ადგილობრივი ვენტილაციით აღჭურვილ იზოლირებულ სათავსში. ვერცხლისწყლის საკონდენსაციო ავზი მოთავსებული უნდა იყოს ვაკუუმიან შესაფარში. ამალგამის დაორთქვლა ღია ჭურჭელში და ღია ცეცხლზე დაუშვებელია.
9. დასაორთქლი რეტორტა მჭიდროდ უნდა იხურებოდეს აზბესტის შუასადების მქონე სახურავით. რეტორტას ყოველი ჩატვირთვის წინ მაცივართან ვერცხლისწყლის ორთქლის მიმყვანი მილი აუცილებლად უნდა გაიწმინდოს. რეტორტის გახსნა დაორთქლილი საშავო ლითონის ამოსაღებად, თუ ტემპერატურა მასში 2000C-ს აღემატება, დაუშვებელია. რამდენიმე რეტორტის ერთდროული განტვირთვა აკრძალულია.
10. ამალგამაციური ფურცლების დაორთქვლა (ორთქლით ან ცხელი წყლით) დასაშვებია მხოლოდ ადგილობრივი გაწოვის მქონე დახურულ სახურებელ ხელსაწყოში.
11. გამდნარი ლიგატურული ლითონის ჩამოსხმა დასაშვებია წინასწარ გახურებულ და შეზეთილ (გრაფიტით, სტეარინით და სხვ.) თუჯის ბოყვებში. ლითონის დნობისა და ჩამოსხმისას მუშებს უნდა ჰქონდეთ დამცავი ფარები (სათვალე