1. სარეცხი დოლების, მძიმე სუსპენზიებში გამდიდრების აპარატების და გრავიტაციული გამდიდრების სხვა აპარატების შიგნით ადამიანების დაშვება აპარატების შიგა ზედაპირის დათვალიერების, რემონტის და შლამებისა და ნარჩენი მადნისაგან გაწმენდის მიზნით ნებადართულია ტექნიკური ზედამხედველი პირის თანდასწრებით აპარატის მთლიანი გაჩერების და ელექტრული კვების მოხსნის შემდეგ. ამასთან, ამამუშავებელ მოწყობილობაზე უნდა დაიკიდოს პლაკატი: „არ ჩართოთ – მუშაობენ ადამიანები“. გრავიტაციული გამდიდრების ღრმა აპარატებში სამუშაოს უნდა ასრულებდეს დამცავი ქამრებით აღჭურვილი ორი მუშა მაინც.
2. გრავიტაციული გამდიდრების აპარატის მუშაობის დროს აპარატის მუშა ნაწილების დამაგრების სიმტკიცის ხელით შემოწმება, საკისრების შეზეთვა, აპარატიდან უცხო საგნების ამოღება, აკრძალულია.
3. როტორული ტიპის მკვეთარიანი მოწყობილობის ექსპლუატაციისას ატმოსფეროში ჰაერის გამოტყორცნის სარკმელი დახურული უნდა იყოს ლითონის ბადით.
4. აკრძალულია უშუალოდ მოძრავი მექანიზმებიდან გამდიდრების პროდუქტების სინჯების ხელით აღება.
5. აპარატზე მასალის მიმწოდებელი და გამდიდრების პროდუქტების გამომტანი ღარები 450 ზე მეტი დახრის შემთხვევაში ზემოდან უნდა დაიხუროს მადნის მსხვილი ნატეხების გამოტყორცნის თავიდან აცილების მიზნი