1. ელექტროსეპარატორის სათავსში გარეშე პირთა შესვლა სასტიკად აკრძალულია.

2. ელექტროსეპარატორს მტვერ-ნესტშეუღწევი კორპუსი უნდა ჰქონდეს. თუ კორპუსი და ლიუკები (სათვალიერებელი ღიობები) მის შემონაკერში არაჰერმეტულია, სეპარატორის ამუშავება დაუშვებელია.

3. სეპარატორის შიგა ნაწილებთან მისაწვდომ კარს უნდა ჰქონდეს ელექტრული ბლოკირება, რომელიც გამორიცხავს მათი გაღების შესაძლებლობას სეპარატორის მუშაობის დროს.

4. აკრძალულია სეპარატორის დენგამტარ ნაწილებთან შეხება მაღალი ძაბვის ქსელიდან გამორთვის შემდეგ მათ განმუხტვამდე და ინდიკატორით შემოწმებამდე.

5. დაუშვებელია კარის გაღება სეპარატორის შემონაკერში და მოწყობილობის მიმდინარე რემონტის სამუშაოების შესრულება, თუ ამას არ ესწრება მეორე პირი. გამონაკლისია მცველების შეცვლა, კონტაქტების გაწმენდა და მოჭიმვა დაბალი ძაბვის აპარატურის მხარეზე. ამ შემთხვევაში აუცილებელია ამ აპარატიდან ძაბვის წინასწარ მოხსნა.

6. სეპარატორის მემანქანისა და გამმართველი მოწყობილობის ოპერატორის სამუშაო ადგილები მოწყობილი უნდა იყოს სპეციალურ იზოლატორებზე.

თავი X

დამატებითი მოთხოვნები გოგირდოვანი მადნების გამდიდრებისას და დარიშხანოვანი ანჰიდრიდის წარმოების