1. საფლოტაციო მანქანის იმპელერის ბლოკის შპინდელის დაცარვა (დატრიალება) კამერების დაშლამვისას უნდა მოხდეს ხის დასაშლელი ფიცარნაგიდან, როცა ქაფმომხსნელი გაჩერებულია. ძრავას ჩართვა დასაშვებია მხოლოდ ფიცარნაგიდან მუშების გასვლის შემდეგ. კამერაში პულპის მდგომარეობის ხელით შემოწმება დაუშვებელია.

2. საფლოტაციო მანქანის საავარიო განტვირთვისა და ჩამოსარეცხი წყლების შესაგროვებლად გათვალისწინებული უნდა იყოს ტუმბოებით აღჭურვილი ზუმპფები.

3. პნევმატიკურ საფლოტაციო მანქანაზე აეროლიფტის მილების გამოცვლის ან გაწმენდისას მუშები უნდა სარგებლობდნენ დამცავი სათვალეებით