1. გადახურვები და ბაქნები, რომლებზეც განლაგებულია ვიბრაციული ცხავები, გაანგარიშებული უნდა იყოს ვიბრაციული და სწრაფსვლიანი ცხავების მუშაობის დროს აღძრული ვიბრაციების აღქმასა და ჩაქრობაზე.
2. ცხავის ჩასატვირთ და გასატვირთავ ძაბრებში მთელ სიგანეზე გათვალისწინებული უნდა იყოს დამცავი სამარჯვები, რომლებიც მომსახურე პერსონალს იცავენ მადნის ნატეხების გამოტყორცნისაგან.
3. ცხავის ამუშავების წინ გულდასმით უნდა დათვალიერდეს ყველა სამაგრი, განსაკუთრებით კი, გაუწონასწორებელი სადებალანსი ტვირთების დამაგრება.
4. ცხავის გასატვირთავი ძაბრის ხელით გაწმენდა და მასში ხალხის ჩაშვება დასაშვებია „წესების“ მე-12 მუხლის 35-ე პუნქტის დაცვით. ამ დროს ცხავის ელექტროძრავა უნდა გამოირთოს და ამამუშავებელ მოწყობილობაზე გამოიკიდოს მაფრთხილებელი პლაკატი „არ ჩართოთ – მუშაობს ხალხი“