1. რეაგენტები შეიძლება ინახებოდეს დახურულ სათავსებსა და ფარდულებქვეშ ინსტრუქციების შესაბამისად. მათი შეფუთვის ტიპი, ნიშანდება და ეტიკეტირება უნდა აკმაყოფილებდეს „საშიში ქიმიური ნივთიერებების ნიშანდებისა და ეტიკეტირების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 7 აპრილის №80/ნ ბრძანებით დადგენილ მოთხოვნებს. დასაშვებია ფენოლის აეროფლოტების, ფლოტოზეთების, მარილმჟავას, ნატრიუმის სულფჰიდრატის შენახვა შემოღობილი სარეაგენტო საწყობის ტერიტორიაზე ლითონის რეზერვუარებსა და ცისტერნებში ფარდულებქვეშ, რომლებიც იცავენ მათ მზის სხივებისა და ნალექებისაგან.
2. ტევადობები, რომლებშიც ინახება ფენოლის აეროფლოტები, იღებება თეთრ ფერად.
3. ღია საწყობებში დასაშვებია სილიკატბელტებისა და ბოცებით მარილმჟავას შენახვა.
4. დაუშვებელია ერთ საწყობში ისეთი რეაგენტების ერთად შენახვა, რომლებსაც აქვთ ურთიერთქმედების უნარი.
5. ქსანტოგენატების, გოგირდოვანი ნატრიუმისა და ციანიდების საწყობების სათავსებში ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 250 C-ს.
6. შხამიანი რეაგენტები (მაგალითად, ციანიდები) ინახება ცალკე სათავსში.
7. ჩაუმქრალი კირი ინახება ცალკე სპეციალურ უწვავ მშრალ სათავსში.
8. ისეთი რეაგენტების შესანახ სათავსებში, რომლებიც გამოყოფენ აფეთქებასაფრთხიან, ტოქსიკური მოქმედებისა და უსიამოვნო სუნის მქონე ორთქლსა და აირებს, გაწოვა უნდა ხდებოდეს სათავსის ქვედა და ზედა ზონებიდან დამდგარი ზონების წარმოქმნის გამორიცხვის მიზნით.
9. რეაგენტის საწყობებისა და სარეაგენტო მეურნეობის ყველა სათავსის იატაკს, კედლებს და მზიდ სამშენებლო კონსტრუქციებს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ქიმიური დაცვა. კედლებისა და ჭერის გამოყვანა ხელს არ უნდა უწყობდეს მტვრისა და ორთქლის დაგროვებასა და სორბირებას და უნდა იძლეოდეს მათი ზედაპირის იოლი წმენდისა და რეცხვის შესაძლებლობას. იატაკს უნდა ჰქონდეს არხები, აგრეთვე, საკმარისი ქანობი წყლების ჩადენისა და არინებისათვის სადრენაჟო ზუმპფში, სადაც მიეწოდება მანეიტრალიზებელი ხსნარები.
10. თხევადი რეაგენტების (გარდა ძლიერი მჟავებისა) შესანახი ტევადობები (ცისტერნები, რეზერვუარები) და მათთან დაკავშირებული კომუნიკაციები ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ უზრუნველყოფილი იყოს რეაგენტების სრული მოცილების შესაძლებლობა. ძლიერი მჟავებისა და ტუტეების მილსადენები არ უნდა იყოს განლაგებული გასასვლელებისა და სამუშაო ადგილების ზემოთ.
11. რეაგენტებიანი ლიუკების, ცისტერნებისა და რეზერვუარების გახსნისას, სინჯების აღებისას, დონის გაზომვისას მუშები უნდა იდგნენ გადასახსნელი ლიუკის ქარპირა მხრიდან.
12. პირები, რომლებიც ხსნიან აეროფლოტებიანი, ნატრიუმის სულფჰიდრატიანი და სხვა ტოქსიკურრეაგენტებიანი ცისტერნების (რეზერვუარების) ლიუკებს, იღებენ ამ რეაგენტების სინჯებს, დასაქმებულნი არიან ცისტერნების განტვირთვით ან რეაგენტების ჩასხმით კასრებში, უნდა მუშაობდნენ შესაბამისი ტიპის აირწინაღებით.
13. აკრძალულია ღია ცეცხლის გამოყენება რეაგენტებიანი ცისტერნების (რეზერვუარების) ან ლიუკების მახლობლად.
14. მყარი რეაგენტების დაყრით ჩატვირთვა-
განტვირთვის დროს მუშები უნდა სარგებლობდნენ რესპირატორებით, დამცავი სათვალით და შესაბამისი ხელთათმანებით.
15. დაუშვებელია საწყობში რეაგენტების შენახვა დაზიანებული ტარით.
16. რეაგენტების ხელახლა შეფუთვა, მიღება და გაცემა უნდა ხდებოდეს სპეციალურად გამოყოფილ ბაქნებზე.
17. პირები, რომლებიც დასაქმებულნი არიან ციანიდებისა და გოგირდოვანი ნატრიუმის გადაფუთვით, უნდა სარგებლობდნენ აირწინაღებით, ხოლო სხვა მყარი რეაგენტების გადაფუთვაზე მომუშავენი – რესპირატორებით.
18. აეროფლოტების, ნატრიუმის სულფჰიდრატების გადატანა და შენახვა უნდა ხდებოდეს მხოლოდ წესივრული ცისტერნებით ან ლითონის კასრებით, რომელთაც აქვთ მჭიდროდ ჩასახრახნი ლითონის საცობები.
19. მჟავების გადატანა უნდა ხდებოდეს სპეციალურად მოწყობილი ტრანსპორტით, როგორც წესი, სინთეტიკური ტარით, რომელიც გამორიცხავს მათი დაღვრის შესაძლებლობას.
20. მინის ტარაში მოთავსებული თხევადი რეაგენტების გადატანა და შენახვა უნდა ხდებოდეს მაგარსახელურიანი გოდრებით (კალათებით) ან ყუთებით.
21. ბოცების შესანახი ტარის ჩალა, ბურბუშელა და ხე გაჟღენთილი უნდა იყოს ქლოროვანი თუთიის ან გოგირდმჟავა ნატრიუმის ხსნარით. თხევადრეაგენტიან ბოცებს თავი მჭიდროდ, მაგრამ არაჰერმეტულად უნდა ჰქონდეს დახურული.
22. რეაგენტების გადატანა მხრებით და ზურგით დაუშვებელია.
23. რეაგენტების საწყობში შესვლა ნებადართულია მხოლოდ გამწოვი ვენტილაციის წინასწარი 10-წუთიანი უწყვეტი მუშაობის შემდეგ. აკრძალულია მუშაობა რეაგენტების დახურულ საწყობში, როცა ვენტილატორი გაჩერებულია. ვენტილატორის ამამუშავებელი დადგმული უნდა იყოს საწყობის გარეთა კართან. ვენტილატორის უწესივრობის დროს მის გასარემონტებლად საწყობში ერთდროულად უნდა შევიდეს აირწინაღიანი, სულ ცოტა, ორი კაცი მაინც.
24. თითოეული რეაგენტის ადგილი საწყობში განსაზღვრული უნდა იყოს შესანახი რეაგენტის დასახელების წარწერით. დაუხარისხებელი სახით რეაგენტების შენახვა დაუშვებელია.
25. აკრძალულია ვიწროყელიანი ჭურჭლების ავსება თხევადი რეაგენტებით ძაბრების ან სპეციალური სიფონების გამოუყენებლად. ჭურჭლებში შეუვსებელად უნდა იყოს დატოვებული მოცულობის 5 % (ტემპერატურული მარაგი).
26. მჟავების ჩამოსხმა ტევადობებიდან (გარდა მინის ჭურჭლებისა) უნდა ხდებოდეს მექანიზებული ხერხით.
27. მჟავებითა და ამიაკის წყლით ავზის შევსებისას მასში დატოვებული უნდა იქნეს 15 სმ სიმაღლის თავისუფალი სივრცე.
28. ცისტერნიდან მჟავებისა და ამიაკის წყლის ჩამოსხმის შემდეგ ფრთხილად უნდა ავწიოთ შლანგი, დავაცადოთ ნარჩენების ჩამოღვრა, ამის შემდეგ მოვხსნათ შლანგი, გამოვრეცხოთ სოდის 5–10 %-იანი ხსნარით და შემდეგ – წყლით.
29. ცისტერნიდან საწვავი რეაგენტების ჩამოსხმისას მილსადენები და ცისტერნა უნდა იყოს ჩამიწებული.
30. მჟავებისა და ამიაკის წყლის გადატუმბვის წინ აუცილებელია შემოწმდეს ტევადობების შევსების დონის მაჩვენებელი სიგნალიზაცია.
31. აფეთქებასაფრთხიანი რეაგენტების საწყობსა და საწყობის მახლობლად და სატუმბი დანადგარის სათავსში დაუშვებელია შედუღების სამუშაოების წარმოება. გამონაკლისი დასაშვებია ცალკეულ შემთხვევებში ფაბრიკის ტექნიკური ხელმძღვანელის ნებართვითა და უსაფრთხოების ზომების მითითებით.
32. რეაგენტების საწყობს უნდა ჰქონდეს:
ა) საერთო და ადგილობრივი გამწოვი ვენტილაციის მუშაობის შეწყვეტის მაუწყებელი ხმოვანი და შუქური სიგნალიზაცია. ასეთი სიგნალიზაცია არ არის აუცილებელი ისეთი რეაგენტების საწყობებისათვის, რომლებიც არატოქსიკურია და არ გამოყოფენ აფეთქებასაფრთხიან ორთქლს;
ბ) სატელეფონო კავშირი ფაბრიკის ხელმძღვანელობასთან, ხოლო საგანგებო სიტუაციებში პასუხისმგებელ ორგანოსთან და სამედიცინო პუნქტთან – კავშირი ფაბრიკის ოპერატორის ან დისპეტჩერის საშუალებით.
33. თხევადი რეაგენტების შესანახი სტაციონარული ტევადობები აღჭურვილი უნდა იყოს დონესაზომებით.
34. ციანიდიანი ქილების გახსნის პროცესი მექანიზებული უნდა იყოს. შხამიან ნივთიერებებთან დაკავშირებული ყველა სამუშაო (მათ შორის, ხსნარების მომზადება) ხელით შრომის გამოყენების გარეშე უნდა სრულდებოდეს.
35. სტაციონარულ ტევადობებზე მითითებული უნდა იყოს „გაეროს საშიშროების საიდენტიფიკაციო ნომრები
მადნეული და არამადნეული სასარგებლო წიაღისეულის სამსხვრევ-სახარისხებელი, მამდიდრებელი, სააგლომერაციო და მომგუნდავებელი ფაბრიკების უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 14.09.2012
მუხლი 15. რეაგენტის საწყობები
თავი V — სარეაგენტო მეურნეობა
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 5 %
- განაკვეთი 10 %
მეზობელი მუხლები
- მუხლი 9. მოწყობილობის ექსპლუატაცია
- მუხლი 10. მოწყობილობის პროფილაქტიკური დათვალიერება
- მუხლი 11. მომზადება სარემონტო სამუშაოებისათვის
- მუხლი 12. სარემონტო სამუშაოები
- მუხლი 13. აირალიანი სამუშაოები
- მუხლი 14. ზოგადი მოთხოვნები სარეაგენტო მეურნეობის მიმართ
- მუხლი 16. რეაგენტების მომზადება
- მუხლი 17. სამსხვრეველები
- მუხლი 18. ცხავები
- მუხლი 19. მკვებავები
- მუხლი 20. საერთო მოთხოვნები წისქვილებისა და კლასიფიკატორების მიმართ
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „მადნეული და არამადნეული სასარგებლო წიაღისეულის სამსხვრევ-სახარისხებელი, მამდიდრებელი, სააგლომერაციო და მომგუნდავებელი ფაბრიკების უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 15, №1-1/609, 17.04.2007, სარეგისტრაციო კოდი 380.090.000.22.024.010.221 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/70210/muxli-15/