1. ფაბრიკებში წარმოებს რეგულარული პროფილაქტიკური დათვალიერებები საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული ვადებითა და წესით.
2. მოწყობილობის ან მისი ნაწილის გადაადგილება, როცა მასა 50 კგ-ს აღემატება, ხდება ამწე-სატრანსპორტო მექანიზმით, რომლის ტვირთამწეობა შეესაბამება ყველაზე მძიმე ასაწევი ნაწილის ან მთელი მანქანის მასას.
3. სიმძიმეების გადაადგილების სამუშაოები წარმოებს სატაკელაჟო სამუშაოებზე პასუხისმგებელი პირის მითითებითა და ნებართვით. დიდი გაბარიტების მქონე კვანძებისა და ნაწილების აწევისას სამუშაოს ხელმძღვანელობს ოსტატი ან ბრიგადირი.
4. ასაწევი ტვირთის ჯამბარებით დამაგრებასთან დაკავშირებული ყველა სამუშაო უნდა შესრულდეს ხელთათმანებით.
5. ბაგირების ირიბი გაჭიმვის გზით ამწევი მექანიზმებით დეტალების და კვანძების თრევით გადაადგილება მიწაზე, იატაკზე, რელსებზე და ა.შ., აკრძალულია.
6. სატაკელაჟო სამუშაოების შესრულებისას მეამწევეს ბრძანება უნდა მისცეს მეჯამბარის კვალიფიკაციის მქონე ერთმა ადამიანმა. რამდენიმე პირის მიერ ბრძანების გაცემა აკრძალულია.
7. აკრძალულია უწესივრო ამწევ-სატრანსპორტო მექანიზმებით და სამარჯვებით მუშაობა, აგრეთვე იმ მექანიზმებზე მუშაობა, რომელთაც გაუვიდათ ტექნიკური შემოწმების ვად